იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.11.2013
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №825
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| № | შეფასების კრიტერიუმები |
| 1. | ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
| 2. | წერილობითი კომუნიკაციის უნარი |
| 3. | დროის მართვის უნარი |
| 4. | ანალიტიკური აზროვნების უნარი |
| 5. | დეტალებზე ორიენტირებულობა |
| 6. | კარიერული მიზნები |
| N | კანდიდატის სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№825
2013 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი №1
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ბაკალავრი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს;
გ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
დ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა;
3. დამტკიცდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
,,ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულიორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 20 მარტის №57 ბრძანება;
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი.
დანართი №2
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
განათლება/კვალიფიკაცია
2.
სამუშაო გამოცდილება
3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
4.
სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
დანართი №3
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+-ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2.
წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3.
დროის მართვის უნარი
4.
ანალიტიკური აზროვნების უნარი
5.
დეტალებზე ორიენტირებულობა
6.
კარიერული მიზნები
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
დანართი №4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:
N
კანდიდატის სახელი, გვარი
შეფასების ჯამური ქულა
1
2
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________
2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________