თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№580
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 22/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №580

2005 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო  გზის 27-43 კმ (ნატახტარი-აღაიანი) მონაკვეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) ღონისძიებათა შესახებ

2006 წლიდან დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-გორი-ხაშურის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოთა დაწყება, რაც ითვალისწინებს არსებული ორზოლიანი მოძრაობის ოთხზოლი­ანად გადაკეთებას. სამუშაოთა პირველ ეტაპზე 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულია ოთხზოლიანი ავტომა­გის­ტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობა) სამუშაოების შესრულება ამ გზის 27-43 კმ-ზე (ნატახტარი-აღაიანი), რომელიც მოიცავს აგრეთვე რამდენიმე გზაგამტარისა და კვანძის მშენებლობასაც.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსი ურ ობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით მიზან­შეწონილი იქნება მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობის რეჟიმის უზრუნველყოფა, რაც ძალზე აქტუალურია განსაკუთ­რებით ავტომატარებლების, სატვირთო ავტომობილებისა და დიდი ავტობუსების მოძრაობის ინტენსი ურ ობის ზრდის ფონზე. ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის ცალმხრივ რეჟიმში გადაყვანით თავიდან იქნება აცილებული ავარიები, რომლებიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავ­ტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნ­ველყოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 27-43 კმ-ის მონაკვეთის (ნატახტარი-აღაიანი) ოთხზო­ლიანად მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენ­ტაციის პირველი სტადიის (ტექნიკური პარამეტრების, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო კონსტრუქციის პროექტისა და მოცულობის დაზუსტება) დამთავრება 2006 წლის 10 იანვრამდე, რის საფუძველზეც არა უგვიანეს 2006 წლის თებერვლისა უზრუნველყოს ტენდერით კონტრაქტორი კომპანიების შერჩევა და მარტში სამუშაოთა დაწყება, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მეორე სტადიის (სამუშაო ნახაზები, დეტალური დაპროექტება) დამუშავება განახორციელოს სამუშაოთა შესრულების პარალელურად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ადგილობრივი მმართველობის შესაბამისმა სამსახურმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენ­ტაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების მიზნით.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი):

ა) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე გზის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციისათვის სახელმწიფო მიწის ფართობის დრო­ულად გამოყოფასთან დაკავშირებით მის კომპეტენციას მიკუთ­ვნებულ ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესაბამისად „გარემოს­დაც­ვითი ნებართვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განიხილოს და დააჩქაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისაგან გათავისუფლების პროცესი და შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა.

4. ეთხოვოთ მცხეთა-მთიანეთში საქართველოს პრეზი­დენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, მცხეთისა და კასპის რაიონების გამგეობებს ყოველმხრივი დახმარება აღმო­უჩინონ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზასთან დაკავშირებული ტერიტორიის გათავისუფლებისა და მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადა­საწყვეტად.

5. იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ წლებში იგეგმება ნატახტარი-ხაშური-რიკოთის გვირაბის მონაკვეთზე გზის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა გაგრძელება, ეთხოვოთ შესაბამისი რაიონების გამგეობებს საპროექტო მიმართულებების დადგენამდე არ დაუშვან გზისპირა მშენებ­ლობების ნებართვების გაცემა. ამასთან, ერთ თვეში დააზუსტონ მაგისტრალურ გზისპირა 100-მეტრიან ზოლში მიწის აღრიცხვის საკადასტრო დოკუმენტაცია და გადასცენ საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

6.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი