,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.168.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2013 წლის 12 ნოემბერი

ქ. სიღნაღი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო  მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილების  №1 დანართში შევიდეს შემდეგი  სახის ცვლილება:
ა) მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა/გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას  განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის  წევრთაგან  ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.

6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ საჯარო მოსამსახურეები, მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.“;

ბ) მუხლი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 3. კომისიის  სამდივნო

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს.

2. კომისიის  სამდივნო  კომისიის  საქმიანობის ორგანიზების მიზნით:

ა) უზრუნველყოფს კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას.

გ) ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის შემოწმებასა და გადამოწმებას, ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:

ა) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრების ცალკეულ დავალებებს;

4. სამდივნოს  შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს სააქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე;

5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.

6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.“;

გ) მუხლი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. საპრეტენზიო კომისია

1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.

3. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.“;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს  18 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვ­ნებს.“;

ე) მუხლი 6  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 6.  საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება  ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, 2014 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე განცხადების წარდენა შესაძლებელია  არაელექტრონული ფორმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე;

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) Curriculum Vitae (CV);

დ) საქართველოს მოქალაქის მოწმობის ასლი;

ე) სამოტივაციო წერილი

2. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კონკურსში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.

5. კანდიდატის კონკურში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია განცხადების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.

6. კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურში დაშვებაზე ეცნობება შესაბამისი მიზეზის მითითებით.

7. საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო  ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.“

ვ) დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 71. წერითი დავალება

კონკურსის ამ ფორმის გამოყენებისას კონკურსანტს, ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოსილების შესრულებიდან გამომდინარე, ეძლევა დავალება მოამზადოს არაუმეტეს 3-გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც გადმოცემული იქნება მისი ხედვა თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებზე.“;

ზ) მუხლი 9  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. გასაუბრება

კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ  მოთხოვნა, მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია გასაუბრების გზით. გასაუბრებისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის საჯარო მოხელე,  რომლის დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არა არის კომისიის შემადგენლობაში).“

თ) დაემატოს მუხლი 9და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 91.

აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.

კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ  მოთხოვნებთან  შესაბამისობის  დადგენა  შეიძლება მოხდეს  აპლიკაციის შეფასება /გადარჩევით.“;

ი) მუხლი 10  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

,,მუხლი 10. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

კომისია კანდიდატების წერითი დავალების, ტესტირების, გასაუბრების ან/და აპლიკაციების შეფასება/გადარჩევის  შემდეგ, მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს და გამოაქვს  გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

კ) მე- 11 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. თუ  კონკურში მონაწილეობას იღებს კომისიის წევრის ახლო ნათესავი, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ და თავი შეიკაოს ამ პირის შეფასებისას.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი