სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.11.2013
ძალის დაკარგვა 30.09.2015
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2013 წლის 12 ნოემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( MMicrosoft Office Word, MMicrosoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
მუხლი 2🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან მენეჯერული საქმიანობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება, ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4🔗
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მაინც და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5🔗
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები ( სასურველია იმ სოფლის მაცხოვრებელი).
მუხლი 6🔗
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 7🔗
უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა მხოლოდ პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები და საჭირო უნარები.