⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2014)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2013
ძალის დაკარგვა 10.03.2014
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 360 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2013 მიღება
10.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანი საკრებულოს თავმჯდომარე
IMC ITL
0.28 1
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2013 წლის 13 ნოემბერი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის № 784 ბრძანებულების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს  ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი,  დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნორმატიული  ფასის  დადგენის  შესახებ“ ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის  №06 დადგენილება.                 მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნორმატიული  ფასის  განსაზღვრის  შესახებ 1.  ლენტეხის   მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში   არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი   ფორმულის მიხედვით:  CN = IMG  X  IT L  X C X K  ა) CN   არის 1კვ/მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნორმატიული  ფასი; ბ) IMG  არის  დაბა  ლენტეხის  მაკრომდებარეობის  ინდექსი, რომელიც  უდრის 0,28-ს; გ) IT L   არის  ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C  არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი  საბაზისო  განაკვეთი და  მისი მნიშვნელობა  უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი  კოეფიციენტი  და  მისი   მნიშვნელობა  უდრის   50-ს. 2. პირველი  პუნქტის  მიხედვით  მიწის  ნორმატიული  ფასი  დადგინდეს   შემდეგი  სახით: IMC ITL C K CN 0.28 1 0.24 50 3,36 ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის  40 %-ის  ოდენობით  და იგი  შეადგენს  1,344   ლარს. 4. ლენტეხის  მუნიციპალიტეტის დასახლებათაშორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა  ლენტეხისთვის დადგენილი  ფასის 30%-ით  და  იგი  შეადგენს  1,008   ლარს. 5. ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის  დასახლებათაშორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის  დადგენილი  ფასის  80 %-ის  ოდენობით  და  იგი  შეადგენს   2,688  ლარს.