სს „ყაზბეგ“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ყაზბეგის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ყაზბეგის” დირექცია იწვევს სს-ის აქციონერებს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 9 დეკემბერს, დღის 1200 საათზე, ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. № 6-ში მდებარე სააქციო საზოგადოების სააქტო დარბაზში.
დღის წესრიგი:
სს „ბანკი ქართუსა” და შპს „ყაზბეგი 1881”-ს (ს/კ 202191699) შორის 2010 წლის 11 თებერვალს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების – ყაზბეგი № 1881/11-02-10 და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, სს „ყაზბეგის” კუთვნილი ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ან/და დაგირავება სს „ბანკი ქართუს” სასარგებლოდ.
დღის წესრიგის საკითხების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექციაში, ტელ.: (0341)–25–61–34;
(0341)–25–61–24;
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღისათვის – 2013 წლის 11 ნოემბერი.
მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, ,,საქწყალპროექტის’’ შენობა, სართული მე-7.
სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”.
ქ. რუსთავის სს ,,ყაზბეგის’’ ადმინისტრაცია