„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №90

2013 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 25/07/2012, 360050000.22.023.016106) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში' შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნეძვის აღკვეთილის ფართობია – 8 992,00 ჰა;

გ.ა)  მკაცრი დაცვი ზონის ფართობია – 1 814   ჰა;

გ.ბ)  ტრადიციულის გამოყენების ზონა – 7 178  ჰა;“.

2. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვიზიტორთა ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

ბ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

ბ.დ) სამეცნიერო კვლევა;

ბ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ.ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო - მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;

ბ.ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ბ.კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ბ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა;

ბ.მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

ბ.ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ბ.ო) მენეჯმენტის გეგმის დანართი 4-ის „ბ.ბ“ ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, ხანძრების პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად 10 ივლისიდან 10 სეტემბრამდე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თიბვა.

ბ.პ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

3. დანართი 4-ის „ბ.ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.12.2013.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №90. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.016215.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის № 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №90, 09.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2078647/