საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2013 წლის 14 ნოემბერი
ქ. ლაგოდეხი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი 1-ის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
დანართი 1
მუხლი1.ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსებზე (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.org. ge.
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.
მუხლი 2🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1.შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიული ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი (თანამშრომელი).
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
3. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება Word-ის ფორმატში.
4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები
ა ) საკრებულოს წევრთა სია: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ) ინფორმაცია საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ) საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ზ) ინფორმაცია საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, კერძო სამართლის იურიდიული პირების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციების შესახებ ზოგადი სტატისტიკა - ქვეყნდება კვარტალურად;
ლ) ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
მ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ნ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები:
ნ.ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი - ქვეყნდება არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, ხოლო განხილვის შემდგომი ეტაპების თაობაზე - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
ნ.ბ) ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით - ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
ნ.გ) ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში - ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 მარტამდე;
ნ.დ) საკრებულოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.
ო) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა - ქვეყნდება ყოველწლიურად (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
პ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ - ქვეყნდება კვარტალურად;
ჟ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ - ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
რ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საჯარო ანგარიშები - ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;
ს) საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტები - ქვეყნდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;
ტ) საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მათი გამომცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია - ქვეყნდება ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
შენიშვნა:
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღეში.