ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების გამოცხადების, ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარის დადგენის და საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2013
ძალაში შესვლა 14.11.2013
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №57773
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2013
matsne.gov.ge 615 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2013 მიღება
14.11.2013 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირების გამოცხადების, ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარის დადგენის და საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 40.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №57773 2013 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების  განმახორციელებელ პირთა შესარჩევი  ტესტირების გამოცხადების, ტესტირებაზე გამსვლელი ზღვარის დადგენის და საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 37​2 მუხლის 1​1  და 1​2 პუნქტების, 37​15 მუხლის მე-7 პუნქტის, „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 სექტემბრის №304 ბრძანების მე-2 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების  განმახორციელებელ პირთა შესარჩევი  ტესტირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 23 სექტემბრის №46827 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ჩატარდეს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების  განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირება (შემდგომში - ტესტირება) 2013 წლის 7 დეკემბერს. 2. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება მიეცეთ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე C კატეგორიის აუდიტორებს, ასევე A და  B კატეგორიის მქონე აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულ პირებს. 3. ტესტირებაზე მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან პირები, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა შემოსავლების სამსახურის მიმდინარე წლის 24 სექტემბრის №47253 ბრძანებით გამოცხადებულ ტესტირებაში. 4. ტესტირების ჩატარების ორგანიზება განახორციელოს სსიპ -  ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, შემოსავლების სამსახურთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. ტესტირება ჩატარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №11. 6. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდეს 2013 წლის 19 ნოემბრის 12:00 საათიდან 29 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით, სსიპ -  ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებგვერდზე - www.mofacademy.ge. 7. კანდიდატის მიერ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფასური დაფინანსდეს შემოსავლების სამსახურის მიერ. 8. ტესტირების მაქსიმალურ ქულად განისაზღვროს 29 (ოცდაცხრა) ქულა, მათ შორის, მაქსიმუმ 20 (ოცი) ქულა შესაძლებელია მიღებულ იქნeს ტესტებიდან, ხოლო მაქსიმუმ 9 (ცხრა) ქულა - ღია კითხვებიდან. 9 . ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღებისათვის , კანდიდატის მიერ ორივე ტიპის დავალებიდან (ტესტი და ღია კითხვა) დაგროვებული ქულების მარტივი საშუალო არითმეტიკული პროცენტი შეადგენს არანაკლებ 70%-ს. 10 . კანდიდატთა საჩივრების განხილვის მიზნით, შემოსავლების სამსახურში შეიქმნას საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გიორგი ბაქრაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; ბ) ლევან წითელაშვილი - შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; გ) მამუკა ტერაშვილი - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; დ) რომან ბუღაძე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 11. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილეს - ეკატერინე გურგენაძეს. 12. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი                                                            ლ. ხუციშვილი