„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №292 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტის:
ა) ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიმდინარე, აგრეთვე მათ მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა, შეთანხმება და შეფასება სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე;
თ) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) მიერ განსახორციელებელი პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტის განხილვა, შეთანხმება და მათი შესაბამისობის დადგენა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმებთან, მიზნებთან და მიმდინარე პროექტებთან;“;
ბ) ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:
,,თ1) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული, სამინისტროსთვის განხორციელებული პროექტების განათლების კვლევითი კომპონენტების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;“;
გ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) არასამთავრობო სექტორისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის საჭიროების შემთხვევაში კვლევების დაკვეთაზე წინადადებების შემუშავება, ამ კვლევების მიზნების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი;”;
დ) ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ და ,,კ2“ ქვეპუნქტები:
,,კ1) კვლევისა და შეფასების მიზნებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევის, ექსპერტთა და კონსულტანტთა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება;
კ2) სამინისტროს მიერ/სამინისტროსთვის განხორციელებული განათლების მნიშვნელოვანი კვლევებისა და შეფასებების რეესტრის შექმნა და წარმოება.“;
ე) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
,,ო) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს“ ქვეპუნქტი:
,,ს) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
4. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
5. მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
6. მე-6 პუნქტის:
ა) ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვისთვის რეკომენდაციების შემუშავება;“;
ბ) ,,ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე პირებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;“;
გ) ,,ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ხ“ ქვეპუნქტი:
,,ხ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
7. მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:
,,ჟ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
8. მე-8 პუნქტის:
ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;“;
ბ) ,,ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:
,,პ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
9. მე-9 პუნქტის:
ა) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების (მათ შორის ლექსიკოგრაფიული პროგრამების) შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;“;
ბ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“-,,მ4“ ქვეპუნქტები:
,,მ1) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტთან ერთად; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
მ2) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;
მ3) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის („ერაზმუსი ყველასათვის“), მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
მ4) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი შესრულების მონიტორინგი;“;
გ) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
,,ო) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
10. მე-10 პუნქტის:
ა) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად; „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;“;
ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:
,,მ1) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ შეტანილ განცხადებათა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების საკონკურსო კომისიაზე განსახილველად წარდგენა;“;
დ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში მიმდინარე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის/სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების პროგრამების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ სტიპენდიატებთან მუდმივი კავშირი და მათი სასწავლო პროცესის მონიტორინგი. დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მომზადება. ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; „განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების განმხილველ კომისიაში“ მონაწილეობა; პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობა. საჭიროებისამებრ, მემორანდუმების გაფორმება;“;
ე) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში მოქმედი კომისიის სხდომის ორგანიზება, მუშაობის დღის წესრიგის პროექტის მომზადება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა განმცხადებლ(ებ)ისათვის;“;
ვ) ,,რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) ,,ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:
,,ტ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
11. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ც“ ქვეპუნქტი:
,,ც) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|