ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.11.2013
ძალის დაკარგვა 24.10.2014
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.133.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 394 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2013 მიღება
24.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2013 წლის 15 ნოემბერი ქ. ბათუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ   ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების თანახმად დანართისა. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. 3. ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე დანართი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.ვ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის  არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 4. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 5. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 6. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს სასურველია გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი და ფლობდნენ დარგში მოქმედ შესაბამის ნორმებს.