⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.09.2014)
გაუქმებულია:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2013
ძალის დაკარგვა 29.09.2014
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,255 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2013 მიღება
29.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი დავით ნიკოლეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი
სასწავლებლის დასახელება სწავლის პერიოდი
კურსის, ტრენინგის დასახელება კურსის, ტრენინგის ჩატარების ადგილი და პერიოდი
ორგანიზაციის დასახელება დაკავებული თანამდებობა
უცხო ენა საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
პროგრამა საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2013 წლის 18 ნოემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის №46 ბრძანებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი,  დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კანდიდატის განაცხადის, კანდიდატის შეფასების, მოხელის დახასიათებისა და საატესტაციო ფურცლის ფორმები, დანართი №2-ის, დანართი №3-ის, დანართი №4-ის და დანართი №5-ის მიხედვით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელიდავით ნიკოლეიშვილი დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის  წ ე ს ი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო ეს წესი ვრცელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის, კონკურსის წესით, დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის (შემდგომში –კომისია) საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის, კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 3. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია), მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები, საკრებულოს წევრ(ებ)ი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის: ა) კანდიდატების განცხადებებისა და დოკუმენტების მიღებას, შენახვას და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; ბ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას; გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას. მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III კონკურსი მუხლი 6🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანა 1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას უკვე არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთებით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს კომისიას. 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, უზრუნველყოფს კომისია. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე. 4. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის დასახელება და რაოდენობა; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია და უნარები); გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) განცხადებებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა; წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) კონკურსის თემატიკა და ფორმა; ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი; ზ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. 5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა. 6. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. აგრეთვე, შესაძლებელია განცხადების წარდგენა კომისიის სამდივნოში, წერილობითი ფორმით, სხვა წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად. მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 3. მოხელეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) კანდიდატის განაცხადის ფორმა (დანართი №2); ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. მუხლი 10🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების, გასაუბრების ან/და წერითი დავალების მიცემის ფორმით. 2. კონკურსის ფორმას (ტესტირება, გასაუბრება, წერითი დავალება), თემატიკას, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის პროცედურაზე არ დაიშვება. მუხლი 11🔗. ტესტირება 1. ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). მუხლი 12🔗. გასაუბრება კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევების, პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების თაობაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 13🔗. კონკურსის შედეგები 1. კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად და ივსება კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №3). 3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს წარდგენაზე. 5. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებლის ვაკანსიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) ან გამგებელს (გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არცერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. თავი IV ატესტაცია მუხლი 14🔗. ატესტაციის მიზნები და მოცანები 1. ატესტაციის მიზნებია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; დ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ე) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. 2. ატესტაციის ამოცანაა მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. მუხლი 15🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე, 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით; 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს; 4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან ერთი თვის შემდეგ. მუხლი 16🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საკრებულოს აპარატი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. ატესტაციის გრაფიკის, პროგრამისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 17🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სამსახურში წარადგენს დახასიათებას (დანართი №4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 2. საკრებულოს აპარატში საკრებულოს აპარატის უფროსი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათებას (დანართი №4). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრების, ტესტირების, ან/და წერითი დავალების ფორმით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 6. მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც პირი მუშაობს. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 8. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 18🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის დროს კენჭისყრის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. მუხლი 19🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად, ერთვის მოხელის პირად საქმეს, საატესტაციო ფურცელს (დანართი №5) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას. 4. ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) მოახსენებს ატესტაციის შედეგების შესახებ. 5. საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. თავი V საპრეტენზიო კომისია მუხლი 20🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად აისახება გამოვლენილი ხარვეზები და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 9. ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრების მონაწილეობით. მუხლი 21🔗. დავის გადაწყვეტა კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 კანდიდატის განაცხადის ფორმა პირადი ინფორმაცია სახელი, გვარი  დაბადების რიცხვი, თვე, წელი  ტელეფონი (სახლის, მობილური)  მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი)  ელ. ფოსტა  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №, პირადი №  განათლება სასწავლებლის დასახელება სწავლის პერიოდი სპეციალობა კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო კურსები კურსის, ტრენინგის დასახელება კურსის, ტრენინგის ჩატარების ადგილი და პერიოდი სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციის დასახელება დაკავებული თანამდებობა მუშაობის პერიოდი ორგანიზაციის მისამართი უცხო ენების ცოდნა უცხო ენა საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროგრამა საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ  დანართი №3 კანდიდატის შეფასების ფორმა კანდიდატის სახელი, გვარი  სტრუქტურული ერთეულის უფროსის სახელი, გვარი ვაკანსიის დასახელება  გასაუბრების თარიღი  შეაფასეთ კანდიდატი შკალით 1-დან 4-მდე, მოცემული ფაქტორების მიხედვით (1 – არადამაკმაყოფილებელი; 2 – საშუალო; 3 – კარგი; 4 – ძალიან კარგი). სამუშაო გამოცდილება: შეაფასეთ რამდენად შეესაბამება კანდიდატის სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებს. კომენტარი: განათლება: შეაფასეთ რამდენად შეესაბამება კანდიდატის განათლება ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებს. კომენტარი: ანალიტიკური აზროვნება (ივსება იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ თანამდებობას გააჩნია შესაბამისი მოთხოვნები): შეაფასეთ კანდიდატის ანალიტიკური აზროვნება. კომენტარი: ლიდერობა (ივსება იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ თანამდებობას გააჩნია შესაბამისი მოთხოვნები): შეაფასეთ კანდიდატის ლიდერობის უნარი (სტრატეგიული აზროვნება, თვითკონტროლი, სხვათა დარწმუნების უნარი და ა.შ.). კომენტარი: კანდიდატის ზოგადი შეფასება: იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა გასაუბრება, მაგრამ არ შეესაბამება ვაკანტურ თანამდებობას, გთხოვთ მიუთითოთ ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მისი მუშაობა. კანდიდატის შეფასება: გასაუბრების საფუძველზე შეაფასეთ, თუ რამდენად შეესაბამება კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობას (შეესაბამება) (არ შეესაბამება).  დანართი №4 მოხელის დახასიათება მოხელის სახელი, გვარი  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი –––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადებითი და უარყოფითი მხარეები  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წახალისება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––– დანართი № 5 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი და ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება –––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოხელის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––