საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2013
ძალის დაკარგვა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/76
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მირიანე ოდიშარია | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/76
2013 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის
მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმირიანე ოდიშარია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 8 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პროექტების მართვისა და კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ღრმა ცოდნა, დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის დასაბუთებული გამოცდილება, უწყებათაშორისი კოორდინაციის დასაბუთებული გამოცდილება, ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვის გამოცდილება. გუნდური მუშაობის დასაბუთებული უნარი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word ცოდნა (ძალიან კარგად);
ვ) ინგლისური ენის ცოდნა, (ძალიან კარგად), რუსული ენის ცოდნა, (კარგად).
მუხლი 2🔗. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პროექტების მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ღრმა ცოდნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის დასაბუთებული გამოცდილება, ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვის გამოცდილება. თანამშრომლების გუნდის მოტივირების დასაბუთებული უნარი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word ცოდნა (ძალიან კარგად);
ვ) არანაკლებ ორი უცხო ენის ცოდნა, (კარგად), (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას).
მუხლი 3🔗. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება, (სასურველია, საერთაშორისო ურთიერთობები/ ჰუმანიტარული (კულტურა) / სოციალური დარგები);
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, კულტურის სფეროსა და უწყებათაშორის და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის ხელშეკრულებებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word ცოდნა (ძალიან კარგად);
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად).
მუხლი 4🔗. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი
საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” - ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word ცოდნა (ძალიან კარგად);
ე) ინგლისური ენის ცოდნა, (ძალიან კარგად), რუსული ენის ცოდნა, (კარგად);
მუხლი 5🔗. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ქართული კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ქართული კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება:
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო პროექტების მართვის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების - ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word ცოდნა (ძალიან კარგად);
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად).