საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება

მიღების თარიღი 19.11.2013
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2013
matsne.gov.ge 1,323 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.FootnoteTextChar { } span.PlainTextChar { } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება მუხლი 1🔗. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ . 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 42-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გათვალისწინებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.“. 2. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, გარდა ჯარიმისა, თუ: ა) მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება; ან ბ) ბრალდებული, რომელიც წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, აღიარებს დანაშაულს და სახეზეა შემამსუბუქებელ გარემოებებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.  2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ასეთ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს კანონით დაწესებული უდაბლესი ზღვრის ნახევარზე ნაკლები.“. მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშების[1] თანახმად, ჯარიმის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში არ არის ერთგვაროვანი და ბუნდოვანია მისი სასჯელის მიზნებთან შესაბამისობის საკითხი. დაუსაბუთებელია აგრეთვე კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახით ჯარიმის ხშირი გამოყენების გამომწვევი მიზეზები. მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ჯარიმის სასჯელის მიზნებთან შეუსაბამო გამოყენების შესაძლებლობას როგორც დამატებითი, ისე ძირითადი სასჯელის სახით. კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე სასამართლოს შეზღუდული უფლებამოსილება პროკურორის უფლებამოსილებასთან მიმართებით, რამაც გაუმართლებლად შეამცირა მოსამართლის შეუცვლელი როლი სასჯელის დანიშვნისას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ჯარიმის სასჯელის მიზნებთან შეუსაბამო გამოყენების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა; თანხის გადახდის სანაცვლოდ ისეთი უფრო მკაცრი სასჯელისგან თავის არიდების გამორიცხვა, რომლის დაკისრებაც აუცილებელია დამნაშავის გამოსასწორებლად, სამართლიანობის აღსადგენად ან ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად; სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება სასჯელის დანიშვნისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს: ა) დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის შესაძლებლობის გაუქმებაში, როდესაც ის არ არის სასჯელის სახით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულისათვის; ბ) სასამართლოსთვის კანონით გათალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობის მინიჭებაში; გ) საპროცესო შეთანხმებისას, ძირითადი სასჯელის კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის დროს ჯარიმის გამოყენების აკრძალვაში. კანონპროექტით იცვლება ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: -         შეზღუდვები ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება შესაძლებელია მაშინაც, როცა ის სასჯელის სახით არ არის გათვალისწინებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით (42-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ცვლილებების შედეგად, ჯარიმის დამატებით სასჯელად დანიშვნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით. -         მოსამართლის უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას მოქმედი რედაქციით, კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება (მუხლი 55🔗). ცვლილებების შედეგად, იზრდება მოსამართლის უფლებამოსილება ამ კუთხით და მოსამართლეს ექნება უფლება, საკუთარი ინიციატივით, საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი, მაგრამ არანაკლებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლესი ზღვრის ნახევრისა. მოსამართლე უფლებამოსილი იქნება დანისნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები შემდეგი კუმულატიური პირობების არსებობისას: 1) ბრალდებული არ უნდა იყოს წარსულში ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; 2) ის უნდა აღიარებდეს დანაშაულს; და 2) სახეზე უნდა იყოს შემამსუბუქებელ გარემოებებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილი იქნება კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):  ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტმა, რომელიც ამასთანავე არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის წევრი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის მიმართ რამდენიმე საექსპერტო შეფასება იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტის დამუშავების დროს, თუმცა წარმოდგენლ ვარიანტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 42🔗. ჯარიმა 1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. 2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. 3. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. 4. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს გადასახდელი ჯარიმის ოდენობა ლარებში. 5. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. 5​1. თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. 6. თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე. ამასთანავე, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან თავისუფლების შეზღუდვისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით, ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით. მუხლი 55🔗. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. [1] ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 2005 წლის 21 დეკემბრის მოხსენება, 48-ე პარაგრაფი; ადამიანის უფლებათა კომისრის 2011 წლის 30 ივნისის მოხენება, 70-ე პარაგრაფი; ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ 2010 წლის 15 დეკემბრის მოხსენება.