საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2001
ძალის დაკარგვა 08.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №299
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 30/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №299
2001 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ წესდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მემკვიდრეა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების თარიღად დადგენილია 1922 წლის 16 იანვარი – თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაფუძნების დღე.
საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა 1990 წლის 6 იანვარს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ეროვნული კერა.
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო ავტონომიური დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდების საფუძველზე.
უნივერსიტეტი მოწოდებულია აღზარდოს პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
უნივერსიტეტში არ დაიშვება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების არსებობა.
3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მას აქვს თავისი გერბი, საქართველოს გერბიანი ბეჭედი და დროშა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 380075, საქართველო, ქ.თბილისი, კოსტავას ქ. №77.
თავი II
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს უმაღლესი ტექნიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული განათლების მქონე სპეციალისტებს, უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-ტექნიკურ კადრებს, ამასთან, უზრუნველყოფს სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ახალი მიმართულებებით;
ბ) უზრუნველყოფს სტუდენტთა სწავლებას მაღალკვალიფიციური პერსონალით, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ასახავს მოცემული დარგის განვითარების თანამედროვე დონეს და სწავლების პროგრესულ მეთოდიკას დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად;
გ) აკადემიური, დარგობრივი და საუნივერსიტეტო ქვედანაყოფების მეცნიერულ მიღწევათა შერჩევის საფუძველზე განავითარებს და აღრმავებს მეცნიერულ ცოდნას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხელს უწყობს მსოფლიო ხალხების კულტურათა ურთიერთგამდიდრების პროცესს.
5. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მომზადების დონეს განსაზღვრავს სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისია, რომელიც იქმნება დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიურობა უზრუნველყოფილია შემდეგით:
ა) უნივერსიტეტს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შეესაბამება ამ წესდებას;
ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა ვრცელდება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-სამეურნეო საქმიანობაზე;
გ) უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით;
დ) შეაქვს ცვლილებები თავის სტრუქტურაში მისი სრულყოფის მიზნით; სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი საკადრო მოთხოვნილებისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ხსნის ან აუქმებს სასწავლო და სამეცნიერო ქვედანაყოფებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;
ე) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, სამუშაოს საერთო მოცულობის გათვალისწინებით განსაზღვრავს სამეცნიერო-პედაგოგიური პერსონალისა და სხვა კატეგორიის თანამშრომელთა საშტატო შემადგენლობას;
ვ) საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთათვის, ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე, აწესებს ხელფასზე დანამატებს;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად ქმნის სარემონტო და კაპიტალური მშენებლობის, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა, საზღვარგარეთთან ურთიერთობებისა (საერთაშორისო პროგრამის) და სხვა ფონდებს, რომელთაც განკარგავს დამოუკიდებლად.
7. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით ცალკე მუხლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი განათლების ხარჯები;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით ცალკე ხაზად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
ე) სამეცნიერო-კვლევით სფეროში სახელშეკრულებო სამუშაოების შესრულებით მიღებული შემოსავალი;
ვ) სამინისტროებიდან და უწყებებიდან სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადებისათვის შემოსული თანხა;
ზ) საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და კონცერნებთან (მათ შორის, საზღვარგარეთის) ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავალი;
თ) სხვადასხვა ფონდისა და ასოციაციისაგან ( მათ შორის, საერთაშორისო ფონდებისა და ასოციაციებისაგან) მიღებული ქონება და თანხა;
ი) სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით მიღებული თანხა;
კ) ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან მიღებული შემოწირულობანი;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
მ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
8. უნივერსიტეტი განსაზღვრავს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობიდან და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების (სპეციალური სახსრების) საბანკო ანგარიშების გახსნისა და ხარჯვის წესს და სრულად განკარგავს ამ სახსრებს.
9. დიდ საბჭოსთან საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო. მასში წარმოდგენილია დაინტერესებული მსხვილი საწარმოები, ორგანიზაციები, იურიდიული და კერძო პირები.
თავი III
თანამშრომლები და სტუდენტები
10. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შედგება თანამშრომლებისაგან, ანუ შტატის პერსონალისაგან, რომლებიც სამსახურში მიიღებიან საკონკურსო ან სახელშეკრულებო სისტემის საფუძველზე, შესაბამისი დებულების თანახმად და იმ პირებისაგან, რომლებიც სარგებლობენ უნივერსიტეტის ნებისმიერი სწავლების ფორმით.
11.უნივერსიტეტს უფლება აქვს სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობაში კომპეტენტური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების, ფირმების, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების და სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოაყალიბოს არასაშტატო პერსონალი.
12. უნივერსიტეტის სტუდენტებად მიიღებიან ის პირები, რომლებსაც აქვთ საშუალო ან საშუალო პროფესიული განათლება და წარმატებით გაივლიან მიმღები კომისიის მიერ დაწესებულ საკონკურსო გამოცდებს. სტუდენტთა ჩარიცხვას აწარმოებს უნივერსიტეტის მიმღები კომისია.
13. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. სწავლების პირველი ეტაპის ხანგრძლივობა, მომზადების პროფილის შესაბამისად, 4-4,5, მეორისა –1,5-2 წელია. სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს სახელმწიფო საატესტაციო გამოცდებს ან დაიცავს სადიპლომო ნაშრომს, მიენიჭება ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი საინჟინრო კვალიფიკაციით, ხოლო მეორე ეტაპის დასრულებისა და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების შემთხვევაში მიენიჭება უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მინიჭების პირობები განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით.
14. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალისტებს ამზადებს დიდი საბჭოს მიერ დამტკიცებული სპეციალობებისა და მისაღები კონტინგენტის მიხედვით დამტკიცებული სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად.
15. სპეციალისტთა მომზადების პროგრამებსა და სასწავლო გეგმებს ადგენენ მაპროფილებელი კათედრები, დეპარტამენტები, ინსტიტუტები და ფაკულტეტები. აღნიშნულ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებს ამტკიცებს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური საბჭო.
16. სტუდენტები, რომლებიც დროულად ვერ შეასრულებენ სასწავლო გეგმითა და პროგრამებით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს, გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან ან დატოვებულ იქნებიან კურსზე. სტუდენტებს, რომლებიც დროულად ასრულებენ სასწავლო გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ სემესტრულ და წლიურ დავალებებს, დადგენილი წესის შესაბამისად ენიშნებათ სტიპენდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებებისა და სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.
უნივერსიტეტს უფლება აქვს წარჩინებული სტუდენტებისათვის დააწესოს სახელობითი სტიპენდიები.
17. უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ფაკულტეტების, ინსტიტუტების, დეპარტამენტების, კათედრების, უნივერსიტეტს დაქვემდებარებული სხვა ქვედანაყოფების დებულებებით (ხელშეკრულებებით) და ნორმატიული დოკუმენტებით.
18. უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა საკითხის გადაწყვეტაში, უშუალოდ ან წარმომადგენლების საშუალებით;
ბ) აირჩიონ და არჩეულ იქნენ უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, ფაკულტეტების და ინსტიტუტების საბჭოების და მმართველობის სხვა ორგანოებში;
გ) ისარგებლონ უნივერსიტეტის მატერიალური ქონებით, კულტურისა და მომსახურების ობიექტებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში ისწავლონ ინდივიდუალური გეგმებისა და გრაფიკების მიხედვით;
ე) შექმნან თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შემოქმედებით და მხატვრულ გაერთიანებებში, კლუბებში.
19. თანამშრომლები და სტუდენტები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის შინაგანაწესი და პატივი სცენ უნივერსიტეტში დამკვიდრებულ აკადემიურ ტრადიციებს;
ბ) გაუფრთხილდნენ უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობებს;
გ) უზრუნველყონ სასწავლო პროცესისა და მეცნიერული კვლევების ეფექტიანობა;
დ) მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) შეასრულონ სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით გათვალისწინებული დავალებები.
20. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი განათლების მიღების უფლება აქვთ უცხოეთის მოქალაქეებსაც.
უცხოეთის მოქალაქეები უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე უცხოელი მოქალაქეები უნივერსიტეტში შეიძლება ჩაირიცხონ სახელმწიფო დაკვეთით, გაცვლით დამკვეთებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე. უცხოელი სტუდენტების სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და ვადებში. უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია უნივერსიტეტის წესდებით და ვალდებულნი არიან დაიცვან იგი.
უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ისწავლონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, ასპირანტურასა და დოქტორანტურაში უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობებით.
21. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პრორექტორების, ფაკულტეტების დეკანების, ინსტიტუტების დირექტორების და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის ასაკობრივი ზღვარია 70 წელი. ამ ასაკის მიღწევისას ხელმძღვანელი პირები ტოვებენ დაკავებულ თანამდებობას და კვალიფიკაციის შესაბამისად გადადიან პროფესორად ან დოცენტად, სხვა სამუშაოზე ან პენსიაზე.
უნივერსიტეტში კათედრათა გამგეებად და დეპარტამენტების უფროსებად შეიძლება არჩეულ იქნენ 70 წლამდე მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამონაკლის შემთხვევაში ამ თანამდებობებზე შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერებათა კანდიდატი (პროფესორი ან დოცენტი). კათედრების გამგეები და დეპარტამენტების უფროსები 75 წლის ასაკში ტოვებენ თანამდებობას, რჩებიან კათედრის პროფესორად ან დოცენტად;
უნივერსიტეტში ყველა არჩევით თანამდებობებზე მუშაობის ვადას განსაზღვრავს დიდი საბჭო. ინსტიტუტის დირექტორად, ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლამდე ასაკის მეცნიერებათა დოქტორი. გამონაკლის შემთხვევაში ამ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერებათა კანდიდატი (პროფესორი ან დოცენტი);
ის პირები, რომელთაც არა აქვთ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ან პროფესორის წოდება, როგორც გამონაკლისი, შეიძლება არჩეულ იქნენ კათედრის გამგის ან დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ არა უმეტეს ზედიზედ 2 ვადისა;
უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირები შეიძლება გადაყვანილ იქნენ კათედრის ან დეპარტამენტის პროფესორ-კონსულტანტებად.
22. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის, მეცნიერებს, სპეციალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები ენიჭებათ „უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის“ წოდება.
23. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწესებულია გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი, რომელიც დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოსა და სხვა ქვეყნების თვალსაჩინო მეცნიერებს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებს.
თავი IV
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის პრინციპები
24. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ფაკულტეტები, ინსტიტუტები, დეპარტამენტები, კათედრები, სასწავლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები, ფილიალები, კოლეჯები, ლიცეუმები, რექტორატისადმი დაქვემდებარებული საუნივერსიტეტო სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამმართველოები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, გამომცელობა, სტამბა, სამედიცინო, კულტურულ-სპორტული და სხვა მომსახურების ობიექტები. უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა ფუნქციონირება განსაზღვრულია სათანადო დებულებებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ქვეგანყოფილება იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შესაბამისი დებულებებით.
25. უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა უფლებების დაცვის, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გააქტიურების, მათი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის ღრმად დაუფლებასა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელშეწყობის, თავისუფალი დროის ორგანიზაციის, სტუდენტთა და ასპირანტთა სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით უნივერსიტეტში არსებობს დემოკრატიულ საწყისებზე არჩეულ სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანო – სტუდენტური კავშირი საფაკულტეტო და საინსტიტუტო სტრუქტურებით. იგი იურიდიული პირია და მოქმედებს საკუთარი დებულებით, რომელიც შეესაბამება უნივერსიტეტის წესდებას. უნივერსიტეტი თანამშრომლობს აგრეთვე სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან.
26. სასწავლო პროცესის ორგანიზაციას ახორციელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრები, დეპარტამენტები, ინსტიტუტები, ფაკულტეტები, სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრი, სასწავლო მეთოდური სამმართველო, პირველი პრორექტორი და პრორექტორი დაუსწრებელი სწავლების დარგში.
სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ექსპერიმენტულ მუშაობას ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო, პრორექტორი სამეცნიერო დარგში ფაკულტეტებთან, ინსტიტუტებთან, დეპარტამენტებთან, კათედრებთან და საუნივერსიტეტო დაქვემდებარების სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად.
საფინანსო-ეკონომიკური და სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციას ახორციელებს შესაბამისი დარგის პრორექტორი.
27. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ავტონომიური სასწავლებლის, მმართველობის უმაღლესი ორგანოა უნივერსიტეტის დიდი საბჭო, რომლის გადაწყვეტილება ერთნაირად სავალდებულოა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის, ისე თანამშრომელთა და სტუდენტთა მთლიანი შემადგენლობისათვის.
უნივერსიტეტის დიდი საბჭო ფორმირდება არა უმეტეს 250 კაცის შემადგენლობით. დიდ საბჭოში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, ინსტიტუტებისა და ფილიალების ხელმძღვანელები, კათედრათა გამგეები, დეპარტამენტების უფროსები, გამომცემლობისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორები, სხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, რექტორატის რეკომენდაციის საფუძველზე დიდი საბჭოს მიერ გამონაკლისის წესით არჩეული უნივერსიტეტის გარეთ მომუშავე მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული წარმომადგენლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო საქმიანობაში გამორჩეული უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, სტუდკავშირისა და სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი ასოციაციის ხელმძღვანელები.
სტუდენტთა, მაგისტრანტთა, ასპირანტთა და სტაჟიორთა რაოდენობა განსაზღვრულია დიდი საბჭოს სიითი შემადგენლბის 20 პროცენტის რაოდენობით.
დიდი საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 6 წელიწადი. ნებისმიერი ცვლილება დიდი საბჭოს შემადგენლობაში მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
28. უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოეწყოს რექტორის ინიციატივით ან დიდი საბჭოს სიითი შემადგენლობის 25 პროცენტის მოთხოვნით.
29. დიდი საბჭო, როგორც უნივერსიტეტის მმართველობის უმაღლესი ორგანო:
ა) იხილავს უნივერსიტეტის მართვის სრულყოფის საკითხებს;
ბ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმებს;
გ) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის საფინანსო საქმიანობის გეგმას (ბიუჯეტს) და მის შესრულებას, რაზედაც აქვეყნებს დაწვრილებით ინფორმაციას საუნივერსიტეტო გაზეთში;
დ) ირჩევს რექტორს პირდაპირი ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით, რაც შეესაბამება უნივერსიტეტში სწავლების ხანგრძლივობის სრულ ციკლს. საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით რექტორს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
ე) იხილავს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის, კადრების მომზადების ძირითად საკითხებს;
ვ) იხილავს სასწავლო პროცესის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადების ორგანიზაციის, საერთაშორისო კავშირებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს;
ზ) ადგენს ფასიანი სწავლების ფორმებსა და მოცულობებს;
თ) ქმნის ან აუქმებს ფაკულტეტებს, ფილიალებს, ინსტიტუტებს, კოლეჯებს, ლიცეუმებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, რომელთა საქმიანობა წარიმართება დიდი საბჭოს მიერ განათლების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი დებულებით;
ი) ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით საექსპლუატაციოდ გადასაცემი ფართობის განაწილებასა და არსებულის გადანაწილებას;
კ) დიდი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ქმნის პროფესორთა საბჭოს, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად მაძიებლებს ანიჭებს პროფესორისა და დოცენტის წოდებას.
ლ) ამტკიცებს საუნივერსიტეტო დებულებებს; ირჩევს ფაკულტეტების დეკანებს, ინსტიტუტების დირექტორებს, დეპარტამენტების უფროსებს, კათედრების გამგეებს, პროფესორებს, საუნივერსიტეტო ეთიკისა და საკონკურსო კომისიებს;
მ) სასწავლო, სამეცნიერო, სამეურნეო, საფინანსო და სხვა სახის საქმიანობის სრულყოფის მიზნით ქმნის მიზნობრივი დანიშნულების საბჭოებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მათ დებულებებს;
ნ) ცვლის ან აჩერებს დეკანების, დირექტორების, კათედრების გამგეების, დეპარტამენტების უფროსების გადაწყვეტილებათა მოქმედებას;
ო) ამტკიცებს სადოქტორო დისერტაციების თემებს, აძლევს შემოქმედებით შვებულებებს.
30. დიდ საბჭოზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ღია ან ფარული კენჭისყრით, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3. უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს მიერ ხმების საერთო რაოდენობის არანაკლები 2/3-ით, ხოლო სხვა შემთხვევაში – სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
31. დიდი საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. დაინტერესებულ პირებს, ფაკულტეტებს, ინსტიტუტებსა და სხვა ქვედანაყოფებს დიდი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ მისი მიღებიდან ორი კვირის ვადაში. საჩივრის განსახილველად დიდი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც საკითხის განხილვის შედეგებს მოახსენებს მას. დიდ საბჭოს საკითხის განმეორებით განხილვის შემდეგ გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
32. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი:
ა) დიდი საბჭოს თავმჯდომარე, პირველი პირი თანასწორთა შორის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი საქმიანობის ხელმძღვანელია;
ბ) რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკამდე მეცნიერების დოქტორი, პროფესორი;
გ) მუშაობის გეგმაზომიერად და ოპერატიულად წარმართვის მიზნით ქმნის რექტორატს, რომლის სხდომები მოიწვევა თვეში ორჯერ, კოორდინაციას უწევს პრორექტორების საქმიანობას და უნივერსიტეტის ყველა ქვედანაყოფის მუშაობას, განსაზღვრავს უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებს;
დ) დიდ საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მიმართულებებს;
ე) წარმართავს უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობას;
ვ) ხელმძღვანელობს რექტორატსა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
ზ) გამოსცემს საუნივერსიტეტო ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს პრორექტორებს, საუნივერსიტეტო მმართველობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განყოფილებების, სექტორებისა და სამსახურების უფროსებს, ფაკულტეტების დეკანებისა და ინსტიტუტების დირექტორების წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს მათ მოადგილეებს;
ი) მოქმედებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, განაგებს მის ქონებას და ყველა დამხმარე ძირითად საშუალებას ამ წესდებითა და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) აფორმებს საუნივერსიტეტო ხელშეკრულებებს, ბანკებში ხსნის უნივერსიტეტის ანგარიშებს და დიდ საბჭოს აცნობს მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობას;
ლ) ქმნის და ამტკიცებს მიმღები კომისიის შემადგენლობას, ამტკიცებს სტუდენტთა ჩარიცხვას, გარიცხვას და მათ აღდგენას სტუდენტის უფლებებში; სტუდენტებისათვის სპეციალობისა და სწავლების ფორმის შეცვლას;
მ) შესაბამისი ფაკულტეტების და ინსტიტუტების გადაწყვეტილების საფუძველზე წარჩინებულ სტუდენტებს უნიშნავს სახელობით სტიპენდიებს კანონით დადგენილი წესით;
ნ) ფაკულტეტების, ინსტიტუტების ან სტუდენტური კავშირის წარდგინების საფუძველზე წყვეტს საზღვარგარეთის ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებში წარჩინებული სტუდენტებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მივლინების საკითხებს, მთლიანად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს მატერიალური შეძლების არმქონე სტუდენტებს ეკონომიკური სანქციებისა და სწავლების გადასახადისაგან;
ო) ინსტიტუტების და ფაკულტეტების სამეცნიერო საბჭოების კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხის განხილვისას დაშვებული დარღვევების შემთხვევაში საკითხი განსახილველად გააქვს უნივერსიტეტის დიდ საბჭოზე.
33. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი:
ა) განიხილავს უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა მიმართულების აქტუალურ საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და დიდი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებების პრაქტიკულ განხორციელებას:
ბ) ოპერატიულად ხელმძღვანელობს სასწავლო-სამეცნიერო მუშაობას და ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურების პროცესების მართვას;
გ) ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების კონკრეტულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერ-მკვლევართა მომზადების ხარისხის გასაუმჯობესებლად და უნივერსიტეტის ძირეული რგოლების პერსონალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად.
34. ფაკულტეტები და ინსტიტუტები:
ა) მთელ საქმიანობას წარმართავენ ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, აქვთ საკუთარი დებულება და შინაგანაწესი.
ბ) აწარმოებენ სტუდენტთა გადაყვანას კურსიდან კურსზე, კურსზე დატოვებას, სადიპლომო გეგმარებზე გადაყვანასა და სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიაზე დაშვებას;
გ) ამყარებენ უშუალო კავშირს საწარმოებთან, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ხოლო რექტორატთან შეთანხმებით – საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და ფირმებთან, რის საფუძველზეც უზრუნველყოფენ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაუმჯობესებას და მისი ეფექტიანობის ამაღლებას;
დ) მოქმედებენ საკუთარი დებულების შესაბამისად, რომელიც აკონკრეტებს უნივერსიტეტის წესდებას მოცემული ფაკულტეტების, ინსტიტუტებისა თუ სხვა ქვედანაყოფებისათვის;
35. ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა სამეცნიერო საბჭო. მის შემადგენლობას დეკანების და დირექტორების წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. საბჭო მოქმედებს დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
ფაკულტეტების და ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოები:
ა) წარმართავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ხელმძღვანელობენ სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მეცნიერ-მკვლევართა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას;
ბ) სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოზე იწვევენ საწარმოთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წამყვან მეცნიერებს საათობრივი ანაზღაურების წესით ან შეთავსებით;
გ) კონტროლს უწევენ სასწავლო პროგრამებისა და გეგმების, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმების შესრულებას;
დ) განსაზღვრავენ საკუთარ სტრუქტურასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ე) ირჩევენ მეცნიერებათა კანდიდატებს დოცენტის თანამდებობაზე, შუამდგომლობენ უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წინაშე პროფესორების თანამდებობაზე არჩევას. წარუდგენენ რექტორს უფროსი მასწავლებლების, ასისტენტების, მეცნიერი თანამშრომლების, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა კატეგორიის თანამშრომელთა ბრძანებით დანიშვნის შუამდგომლობას.
ვ) განიხილავენ და ამტკიცებენ სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმებს, ისმენენ დეკანების, დირექტორების, დეპარტამენტების უფროსების, კათედრების გამგეებისა და სამეცნიერო-კვლევითი ხელმძღვნელების ანგარიშებს;
ზ) განსაზღვრავენ კათედრების, დეპარტამენტების, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორებისა და სხვა ქვედანაყოფებისათვის კომერციული შემოსავლების განაწილების პრინციპებს;
თ) იღებენ გადაწყვეტილებებს ფაკულტეტებსა და ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, სამეცნიერო მუშაობის, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადების, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
36. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობების მიხედვით ფუნქციონირებენ სადისერტაციო საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიანიჭონ მაძიებლებს მეცნიერებათა კანდიდატის და დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.
37. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შესახებ წინადადებებს შეიმუშავებს უნივერსიტეტის დიდი საბჭო, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
38. სახელმწიფო კონტროლი:
ა) უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს;
ბ) უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
გ) უნივერსიტეტის სახელმწიფო ზედამხედველობას საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო კოორდინაციას საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
39. წესდება ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს „განათლების შესახებ“, საქართველოს კანონს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №418 ბრძანებულებასა და სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი V
უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
40. უნივერისტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.