განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №20
2013 წლის
19 ნოემბერი
ქ. თბილისი
განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2013 წლის 25 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი).
2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვ. ზაქარაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
მ. ფარფალია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ლ. გულედანი - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
გ. საჯაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
დ. გაბეჩავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
დ. ზაქარაია - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი.
3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2013 წლის 25 დეკემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.
4. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა), მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
5. 2013 წლის 25 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
7. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია