სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2013
ძალის დაკარგვა 24.10.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №21
2013 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემოღებულ იქნეს სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში - აფხაზეთის მინისტრი) თანამდებობა.
2. აფხაზეთის მინისტრმა განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დავალებები.
3. აფხაზეთის მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი).
4. დამტკიცდეს მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
5. მინისტრის აპარატი ჩაითვალოს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამართალმემკვიდრედ.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა), ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
7. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ა. ძაგანია) უზრუნველყოს სალიკვიდაციო ორგანიზაციის - „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის“ ბალანსზე არსებული ქონების მინისტრის აპარატის ბალანსზე გადაცემა.
8. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი
1. მინისტრის აპარატი იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით.
2. მინისტრის აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. აფხაზეთის მინისტრი განკარგავს მინისტრის აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
6. მინისტრის აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა.
მუხლი 2🔗. აპარატის ამოცანები და ფუნქციები
საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით, მინისტრის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას;
გ) უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას;
დ) უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას;
ე) უზრუნველყოფს აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციას;
ვ) მთავრობის თავმჯდომარის დაველების შესაბამისად მონაწილეობს აფხაზეთში სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში;
ზ) უზრუნველყოფს ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის დამყარებასა და მათ ჩართულობას სახალხო დიპლომატიის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების კოორდინაციით;
თ) უზრუნველყოფს აფხაზეთში კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს და შესაბამისი ანალიტიკური მასალის სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის მიწოდებას;
ი) უზრუნველყოფს კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებულობას;
კ) აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების, პროექტებისა და წინადადებების მომზადებაში;
ლ) წარმართავს თავის საქმიანობას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;
მ) უზრუნველყოფს საკადრო პოლიტიკის, შესაბამისი დოკუმენტების, პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას, პირადი საქმეების წარმოებას;
ნ) ახორციელებს საორგანიზაციო და საქმისწარმოების საქმიანობას;
ო) უზრუნველყოფს მინისტრის აპარატში ოფიციალურად შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და მათ ოპერატიული მიწოდებას ხელმძღვანელებისა და შემსრულებლებისათვის;
პ) ახორციელებს მინისტრის აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ჟ) ასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
რ) უზრუნველყოფს, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის დავალებების შესრულებას.
მუხლი 3🔗. მინისტრის აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამოქალაქო თანხმობისა და დიასპორებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველო.
მუხლი 4🔗. მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები
1. მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით.
2. აფხაზეთის მინისტრი:
ა) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და აწესრიგებს აფხაზთის მინისტრის აპარატის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) განკარგავს მინისტრის აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;
გ) კანონით დადგენილი წესით, წყვეტს მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გათავისუფლებისა, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს მინისტრის აპარატის საშტატო განრიგს;
ე) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები
ა) აფხაზეთის მინისტრს ჰყავს 2 მოადგილე, რომლებსაც აფხაზეთის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ბ) აფხაზეთის მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება აფხაზეთის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
4. მინისტრის აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს აფხაზეთის მინისტრის ან/და აფხაზეთის მინისტრის მოადგილეების მითითებით, წარმართავს და კოორდინაციას უწევს აფხაზეთის მინისტრის აპარატის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვას;
გ) აფხაზეთის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მინისტრის აპარატისა და მოსამსახურეთა საქმიანობის შესახებ;
დ) ანგარიშვალდებულია აფხაზეთის მინისტრის ან/და აფხაზეთის მინისტრის მოადგილეების წინაშე მინისტრის აპარატის ქვედანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებზე.
5. მინისტრის აპარატის თანამშრომლები
მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას.
მუხლი 5🔗. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. სამოქალაქო თანხმობისა და დიასპორებთან ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო თანხმობისა და დიასპორებთან ურთიერთობის სფეროში შესაბამისი ინიციატივების, წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება;
ბ) სამოქალაქო თანხმობის სფეროში სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვა, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების მომზადება;
გ) კონფლიქტის მხარეებს შორის სამოქალაქო თანხმობის მიღწევის მიზნით ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის დამყარება;
დ) აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა;
ე) ამ დებულებით განსაზღვრული სამოქალაქო თანხმობისა და დიასპორებთან ურთიერთობის სფეროში სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
2. სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აფხაზეთში კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის აკუმულირება, სისტემატიზაცია და ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
ბ) აფხაზეთში კონფლიქტის საკითხთან, ასევე, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოების, სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობა;
დ) ამ დებულებით განსაზღვრული სამოქალაქო სექტორთან კოორდინაციისა და ანალიტიკის სფეროში სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
ე) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
მუხლი 6🔗. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.