გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 20.03.2014
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.03.2014
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2013 წლის 19 ნოემბერი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 4-ე, 5-ე პუნქტების და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი N1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაშია 2014 წლის 01 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი N1
გორის მუნიპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და საფინანსო
ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს დებულება განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
2.
სამსახური არის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური საქმიანობის და შემოსავლების გაუმჯობესებას,მართვის სრულყოფას და ამ მიზნით, ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას;
3.
სამსახური მოქმედებს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის,საბიუჯეტო კოდექსის, საგადასახადო კოდექსის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და გამგებლის ცალკეული დავალებების შესაბამისად;
4.
სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით და იყენებს გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახალების დამატებითი აღნიშვნით;
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: გორი სტალინის გამზ №16.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მიზნები
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
ა)
საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის ფინანსური პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ბ)
საბიუჯეტო შემოსულობებზე, მოსაკრებლებზე, საიჯარო ვალდებულებების შესრულებაზე და გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ეფექტიანობის შეფასება, დაკვნების მომზადება და ფინანსური ზედამხედველობა.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა)
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
ბ)
ბიუჯეტის შემოსულობების შასახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადება და შესრულებაზე საკასო ზედამხედველობა;
გ)
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტორული შემოწმება, ფინანსების ხარჯვის კონტროლი და ეფექტიანობის შეფასება,მათ საქმიანობაში მოსალოდნელი ფინანსურ/ეკონომიკური დარღვევების, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი.
დ)
მუნიციპალურ პროგრამებზე გასაწევი ხარჯების მიზნობრიბის გაანალიზება და მუნიციპალიტეტის პროგრამების საფინანსო მონიტორინგი;
ე)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება, წინადადებების მომზადება/განხორციელება ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების შემოღება- გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ;
ვ)
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი დაკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ)
გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა)
თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს და ტერიტორიულ ორგანოებს მიმართოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ)
ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია;
გ)
შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს, გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
დ)
შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ე)
განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ვალდებულებები
სამსახური ვალდებულია:
ა)
დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ)
გამგებლის დავალებით ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ)
შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სტრატეგიული გეგმა, ასევე უფლება - მოვალეობათა ნუსხა;
დ)
უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე)
წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყოს შიდა აუდიტორული შემოწმება საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში;
ზ)
შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მართვა, ორგანიზება
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2.
სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე .
4.
სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ)
ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირებას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
ე)
გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ)
ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ)
აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ი)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებებს.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1.
სამსახურის მოსამსახურეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3.
მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
4.
სამსახურის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.