განჩინება ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძე-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძე-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
საქმე №2/16233-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების
წარმოებაშიმიღებაზეუარისთქმისშესახებ
201
3
წლის
13 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე
ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი:
ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძე(ს/კ 62001002431)
წარმომადგენელი:
გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა:
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 7 ნოემბერს განცხადებით მიმართა ი/მ აკაკი ბასლანძის წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და ითხოვა ი/მ აკაკი ბასლანძის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე ი/მ აკაკი ბასლანძეს 2013 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით აქვს 719630,91 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, მათ შორის ძირითადი დავალიანების ოდენობა შეადგენს 134349,41 ლარს, ხოლო საურავის სახით დარიცხული თანხაა 585281,5 ლარი.
განმცხადებლის მტკიცებით, ი/მ აკაკი ბასლანძეს რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა. მოვალე არის აფხაზეთიდან დევნილი პირი, ის არ არის დასაქმებული, არ აქვს შემოსავალი, არ გააჩნია უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხები. მოვალის აქტივის განმსაზღვრელი ერთადერთი ნივთია ავტომანქანა ”მერსედეს ბენც ე-320” (1997 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი HYH 272, საიდენტიფიკაციო ნომერი WDBJ55F1VA332123), რომლის ღირებულებაც მხოლოდ 7000 ლარია. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა და ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ
ი/მ აკაკი ბასლანძესუარი უნდა ეთქვას
განცხადებ
ის
სასამართლო წარმოებაში
მიღებაზე
შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
ი/მ აკაკი ბასლანძეს მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლადსასამართლოსათვისწარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია სს ”ბანკ რესპუბლიკას” და სს ”საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ი/მ აკაკი ბასლანძეს ანგარიშებზე თანხები არ ერიცხება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის პირველი ნოემბრის ცნობების თანახმად, აკაკი ბასლანძე საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ აკაკი ბასლანძის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა ”მერსედეს ბენც ე-320” (1997 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი HYH 272, საიდენტიფიკაციო ნომერი WDBJ55F1VA332123) და აღნიშნული ავტომანქანას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ადევს საგადასახდო ყადაღა და ამასთან, ის არის საგადასახადო გირავნობის საგანი. განმცხადებლის მტკიცებით, აღნიშნული ავტომანქანის და შესაბამისად მოვალის აქტივის მთლიანი ღირებულება მხოლოდ 7000 ლარია.
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე ი/მ აკაკი ბასლანძის აქტივის ღირებულებად მხოლოდ 7000 ლარი სახელდება. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებისშესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
:
1.
ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძეს(ს/კ 62001002431) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძის(ს/კ 62001002431) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძე(ს/კ 62001002431) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივგანაპირობებს მოვალე ინდივიდუალური მეწარმე აკაკი ბასლანძის(ს/კ 62001002431) სამეწარმეო რეგისტრაციის გაუქმებას.
კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2013 წლის
22 ნოემბრისა
გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს ი/მ აკაკი ბასლანძემ.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე