⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.01.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.11.2013
ძალის დაკარგვა 18.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №183/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,829 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2013 მიღება
18.01.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №183/ნ 2013 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტი 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ  1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,  Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office Power Point) კარგად ცოდნა; დ) უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ე.ა) უმაღლესი განათლება განათლების მიმართულებით; ე.ბ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 1.3. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”; დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება; ე) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 06 იანვრის N05/ნ  ბრძანება;  ვ) ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება;   ზ) ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება;  თ) ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 17 იანვრის N30  ბრძანება;   ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება; კ) ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 ივლისის N48/ნ ბრძანება; ლ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ  ბრძანება. 2. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტი  2.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის ან ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით. ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ.გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; გ.თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება; გ.ი) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანება; გ.კ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანება; გ.ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  18 თებერვლის №18/ნ ბრძანება; გ.მ) ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება; გ.ნ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება. გ.ო) „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №48/ნ ბრძანება; გ.პ) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანება; გ.ჟ) ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილება; გ.რ) „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება; გ.ს) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 20  აპრილის  №231  ბრძანებულება; გ.ტ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,             Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; ე) უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) კარგად ცოდნა; ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2.3. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება; ი) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანება; კ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანება; ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  18 თებერვლის №18/ნ ბრძანება; მ) ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება; ნ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება. ო) „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №48/ნ ბრძანება; პ) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანება; ჟ) ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №9 დადგენილება; რ) „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანება. ს) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 20  აპრილის  №231  ბრძანებულება. ტ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.  3. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტი  3.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი  ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით. ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office Power Point) კარგად ცოდნა; დ) უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 3.3. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანება; კ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის N05/ნ ბრძანება; ლ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანება; მ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  18 თებერვლის N18/ნ ბრძანება; ნ) ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება; ო) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება. პ) „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N48/ნ ბრძანება; ჟ) „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანება; რ) ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის N9 დადგენილება; ს) „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანება. ტ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 20  აპრილის  N231  ბრძანებულება. უ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანება. 4. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის   სპეციალისტი  4.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; დ) უპირატესობა მიენიჭება პირს: დ. ა) რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დ. ბ) რომელიც კარგად ფლობს უცხოურ (ინგლისური/რუსული) ენას; 4.3. საგანმანათლებლო   რესურსცენტრის  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება; ზ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის  №174 ბრძანება; თ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი ივლისის №414 ბრძანებულება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის გამოყენების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აგვისტოს №951 ბრძანება.