⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2018)
გაუქმებულია:

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2013
ძალის დაკარგვა 08.05.2018
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,827 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2013 მიღება
08.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №78 2013 წლის 19 ნოემბერი ქ.ხაშური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება (შემდგომში - დებულება) ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საბავშვო  ბაგა-ბაღებისათვის (შემდგომში საბავშვო ბაგა-ბაღი) შესასრულებლად სავალდებულო წესებს. მუხლი 2🔗. საბავშვო ბაგა - ბაღის მიზანი საბავშვო ბაგა - ბაღის მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და მათი სკოლისთვის მომზადება. ის ითვალისწინებს ბავშვის ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ხელს უწყობს ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების აღზრდას. მუხლი 3🔗. საბავშვო ბაგა - ბაღის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. საბავშვო ბაგა - ბაღი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საბავშვო ბაგა-ბაღის საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და გათავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე; ბ) განსაზღვროს საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება; გ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთაც; დ) განახორციელოს საავტორო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე. 2. საბავშვო ბაგა-ბაღი ვალდებულია: ა) მისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია და სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განვითარების საშუალებას იძლეოდეს; ბ) შეიმუშაოს შინაგანაწესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულების ნორმებთან და აწარმოოს კანონით დადგენილი დოკუმენტაცია; გ) ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას; დ) ყველა ბავშვს შეუქმნას მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისთვის საჭირო პირობები, რაც სწორი პედაგოგიური სტრატეგიით მიიღწევა; ე) ეხმარებოდეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რაც ინდივიდუალური პროგრამებითა და მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, აღმზრდელი, სამედიცინო პერსონალი, სპეციალური განათლების პედაგოგი) ერთობლივი მუშაობით მიიღწევა; ვ) ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადო პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებებს მიაღწიონ; ზ) მისი მართვის სტრატეგია ხელს უწყობდეს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად, საბავშვო ბაგა - ბაღის სამუშაო ხარისხის ამაღლებას; თ) უზრუნველყოს აღმზრდელისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) შეთანხმებული (თანამშრომლობითი) მუშაობა აღსაზრდელის ინტერესების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საბავშვო ბაგა - ბაღის მართვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და მისი ადმინისტრაცია ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უნდა ფლობდნენ შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებებს და განკარგულებებს; ბ) საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესს, სადაც ასახულია: ბ.ა) საბავშვო ბაგა-ბაღის სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათი ფუნქციები და მართვა; ბ.ბ) სტრატეგიული დაგეგმვა; ბ.გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის და მისი მართვის წესები; ბ.დ) საქმისწარმოება; ბ.ე) აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები; ბ.ვ) ურთიერთობები დაწესებულებასა და მშობლებს შორის; ბ.ზ) თანამშრომელთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, მათი სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან გათავისუფლების წესი; ბ.თ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები; გ) ფინანსური მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სადაც ასახული იქნება: გ.ა) საბავშვო ბაგა-ბაღის ბიუჯეტის სტრუქტურა; გ.ბ) საბიუჯეტო დაფინანსება; გ.გ) არასაბიუჯეტო შემოსავლები; გ.დ) მატერიალური სახსრების ხარჯების ეფექტურობა; გ.ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; გ.ვ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; დ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას. ე) საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებებს. ვ) საბავშვო ბაგა-ბაღის თათბირების ოქმებს. ზ) პროდუქტების უწყისები და პროდუქტების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნებს. თ) საბავშვო ბაგა-ბაღის ინვენტარის აღრიცხვის წიგნს. ი) საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც შემუშავდება ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე დაყრდნობით ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით. კ) პერსონალის პირად საქმეებს. ლ) აღსაზრდელთა პირად საქმეს. მ) საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების სრულ სიას. ნ) ცნობა აღსაზრდელის მიერ ტრავმის/დაზიანების მიღების შესახებ. ო) სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტს. მუხლი 5🔗. საბავშვო ბაგა - ბაღის ასაკობრივი ჯგუფები და მათი სპეციფიკა 1. საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ჯგუფები: ა) ბაგის უმცროსი ჯგუფი: 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვები. ბ) ბაღის უმცროსი ჯგუფი: 3-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვები. გ) საშუალო ჯგუფი: 4-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები. დ) უფროსი ჯგუფი: 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. 2. მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში ბაგა-ბაღში მიღებას  ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშები. 3. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 ბავშვს შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, გარდა ბაგის უმცროსი ჯგუფისა, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ბავშვს. 4. ბავშვთა მცირე კონტინგენტის  შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება. 5. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში აღმზრდელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 აღმზრდელს, რომელთა შორისაც შედის ასევე აღმზრდელის თანაშემწეც. მუხლი 6🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის საშტატო განრიგი 1. საბავშვო ბაგა-ბაღის საშტატო განრიგი განისაზღვრება საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების შესაბამისად. 2. საბავშვო ბაგა-ბაღს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საშტატო განრიგი: ა) დირექტორი (სავალდებულოა); ბ) დირექტორის მოადგილე სამურნეო დარგში (მნე); გ) აღმზრდელი (სავალდებულოა); დ) აღმზრდელის თანაშემწე (სავალდებულოა); ე) ბუღალტერი (სავალდებულოა); ვ)  დარაჯი; ზ) დამლაგებელი (სავალდებულოა). თ) მზარეული (სავალდებულოა); ი) სპეციალური განათლების მასწავლებელი (მუსიკის, ცეკვის, უცხო ენის და სხვ.); კ) ლოგოპედი; ლ) ფსიქოლოგი; მ) სამედიცინო პერსონალი (ექთანი) (სავალდებულოა); ნ) მეთოდისტი; ო) საქმის მწარმოებელი; პ) ცეცხლფარეში ან დამხმარე მუშა; ჟ) მრეცხავი რ) მზარეულის თანაშემწე. მუხლი 7🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაო რეჟიმი საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვროს 9 საათით: დილის 9.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - კვირაში 5 დღით, 2 დღის დასვენებით. მუხლი 8🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა ჩარიცხვა 1. საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხდება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებით. 2. საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ: ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბ) საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილებს; გ) დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა); დ) ერთი ოჯახის დედმამიშვილებს; ე) ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.  3. აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს რამდენიმე  თვით ადრე  რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, სადაც მითითებული იქნება პირობები და ვადები. 4. აღსაზრდელთა რეგისტრაცია  უნდა განხორციელდეს  სასწავლო წლის დასასრულს - მაისის თვიდან და, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაგრძელდეს  20 აგვისტომდე. 5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია  გააგზავნოს მონაცემები როგორც ახლად  მიღებულ აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ხაშურის  მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. 6. აღსაზრდელის საბავშვო ბაგა-ბაღში ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; გ) ორი ფოტოსურათი (¾); დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; ე) სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას); ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის თაობაზე. 7. აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში საბავშვო ბაგა-ბაღსა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს (2 ეგზემპლარი). 8. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით, რომელსაც თან ერთვის მშობლის (კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერა და თარიღი. 9. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ: ა)  საბავშვო ბაგა-ბაღში ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა; ბ) მშობელი რეგისტრაციის გავლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღის ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს. 10. აღსაზრდელი საბავშვო ბაგა-ბაღიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელსა და საბავშვო ბაგა-ბაღს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.  მუხლი 9🔗. აღსაზრდელის უსაფრთხოება 1. საბავშვო ბაგა-ბაღის ნებისმიერ თანამშრომელს და  პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს, არ აქვს უფლება: ა) სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი; ბ) დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი; გ) დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით; დ) დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი; ე) იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით; ვ) დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს სხვა ოთახში; ზ) დააძალოს დაძინება; თ) დააძალოს ჭამა ან დალევა; ი) აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით. 2. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს ოქმი მოწმესთან ერთად და ამის საფუძველზე უფლებამოსილია, თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან დამატებითი გაფრთხილების გარეშე. 3. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს: ა) პედაგოგიური პერსონალის ყურადღება ბაღის აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროების მიმართ; ბ) პედაგოგიური პერსონალის მიერ მზრუნველობის გამოჩენა აღსაზრდელის მიმართ დღის განმავლობაში. გათვალისწინებული უნდა იყოს აღსაზრდელის ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები. 4. აღსაზრდელის მშობელი უფლებამოსილია: ა) დაათვალიეროს საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში); ბ) საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს ან დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში; გ) იცოდეს მისი შვილის ჯგუფის დღიური განრიგი და ყოველდღიური სასწავლო პროგრამა; დ) გამოთქვას შენიშვნა,  საყვედური წერილობითი ფორმით,  შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: დ.ა) შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; დ.ბ) სასწავლო პროგრამა;  დ.გ) სასწავლო პერსონალის კვალიფიკაცია;  დ.დ) დისციპლინა და ა. შ. 5. ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც, მოვალეობიდან გამომდინარე, ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა  ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.  6. აღსაზრდელის მშობელი არ არის უფლებამოსილი: ა) მოითხოვოს მისი შვილის  განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მათი მდგომარეობიდან გამომდინარე; ბ) განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა. 7. მშობელი ვალდებულია: ა) დაემორჩილოს საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ დადგენილ წესებს; ბ) სრული ინფორმაცია მიაწოდოს საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ; გ) აღსაზრდელი მიიყვანოს საბავშვო ბაგა-ბაღში დროულად, ბაღის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შუალედში; დ) აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად; ე) დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში გაიყვანოს აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში ( რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად); ვ) ნებისმიერი სახის პრეტენზია საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ფორმით. 8. დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პედაგოგიურმა პერსონალმა აღსაზრდელის საბავშვო ბაგა-ბაღიდან წაყვანის უფლება მხოლოდ მშობელს ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნულ პიროვნებას მისცეს. გამონაკლის შემთხვევებში, როცა მშობელი ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პიროვნება ვერ ახერხებს საბავშვო ბაგა-ბაღში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დარეკავს და გააფრთხილებს პედაგოგიურ პერსონალს ამ პიროვნების შესახებ. ამ შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია შეამოწმოს იმ პიროვნების პირადობის მოწმობა და ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი. მუხლი 10🔗. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში (საბავშვო ბაგა-ბაღის პროგრამული მოთხოვნები) 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების სტრატეგიის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის სასწავლო გეგმა დაფუძნებული უნდა იყოს „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე“, რაც  გულისხმობს საბავშვო ბაგა-ბაღის განვითარების შემდეგ სფეროებს: ა) ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება; ბ) სოციალურ-ემოციური განვითარება; გ) მეტყველების განვითარება; დ) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა; ე) სწავლისადმი მიდგომა. 2. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა გუნდური მუშაობის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეათანხმოს სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა შეიძლება იყოს 2, 3, 4-კვირიანი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე. 3. თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს გუნდური მუშაობის საფუძველზე და შესაბამისად განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები. მუხლი 11🔗. საბავშვო ბაგა-ბაღის სათამაშო, სასწავლო და სამუშაო მასალა 1. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ჯგუფი საკმარისი რაოდენობის და სხვადასხვა ნაირსახეობის სათამაშოთი, სამუშაო მასალით, რაც განისაზღვრება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობით, ასაკით და განვითარების დონით. 2. ჯგუფში არსებულმა სათამაშოებმა და სხვადასხვა სასწავლო მასალამ უნდა უზრუნველყოს: ა) შემოქმედებითი და დრამატული (როლური) თამაში; ბ) სოციალიზაცია; გ) კოგნიტური თამაშები; დ) კვლევა-ექსპერიმენტირება ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, კერძოდ კი ისეთ დარგებში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა, ხატვა-ძერწვა და სხვ. ე) აქტიური (მოძრავი) თამაშები; ვ) ინდივიდუალური მიზნების (სურვილების)  განხორციელების შესაძლებლობა. 3. ჯგუფის პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია იცოდეს: ა) თითოეული სათამაშოს დანიშნულება/ ფუნქცია და ის, თუ რის განვითარებას უწყობს ხელს და რამდენად შეეფერება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს; ბ) თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა განლაგებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე; გ) თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა, უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას, უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, სუფთა, არატოქსიკური და არ უნდა ჰქონდეს ადვილად მოსაძრობი პატარა ნაწილები, რაც ბაგის და უმცროსი ჯგუფების ბავშვების სიცოცხლისათვის საშიში იქნება.