აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.11.2013
ძალის დაკარგვა 12.11.2014
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.102.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2013 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესრულების მიზნით განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
კონკურსის ცნება
1.
კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.
2.
კონკურსი სავალდებულოა გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.
3.
ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული მოხელის მიერ. კონკურსი ასევე ცხადდება იმ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომელზეც მოხელე დანიშნულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე (კონკურსის გარეშე დანიშნული დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს).
მუხლი 2🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზნებია:
ა)
საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა;
გ)
მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.
2.
კონკურსის ამოცანებია:
ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ)
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა - კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; კონკურსის შედეგები უნდა დაეფუძნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება გაზომვას, შემოწმებასა და გადამოწმებას;
ბ)
გამჭვირვალობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისათვის; კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება კონკურსის შედეგს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ შედეგების გადამოწმება და მიიღოს შესაბამისი განმარტება;
გ)
თანასწორობა - კონკურსის ჩატარება უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა;
დ)
საჯაროობა - კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე)
კოლეგიურობა - კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრის საშუალებით;
ვ)
კორექტულობა - კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4🔗.
კონკურსში მონაწილისადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს (მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა), რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც (გარდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისას), ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.
2.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც:
ა)
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ)
იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ)
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ)
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე)
სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ)
არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ჩატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1.
კონკურსის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება, იფარება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
2.
კომისიის მოწვეულ წევრს (არასაჯარო მოსამსახურეს) კომისიაში მუშაობის დროის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა კომპენსაცია განაცდურისათვის (პირის დღიური სამუშაო ხელფასის შესაბამისად, ხოლო თუ პირი არ მუშაობს, საჯარო მოხელისათვის მივლინების პერიოდში დადგენილი დღიური ნორმის შესაბამისად).
3.
მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის გაღებულ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, დოკუმენტების გამრავლება – დაგზავნა და ა.შ.) ფარავენ პირადი სახსრებით.
4.
კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იმ თანამშრომელთა შემადგენლობით, რომლებიც არ ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ჩატარების ეტაპები
1.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
ა)
მოსამზადებელი ეტაპი;
ბ)
ძირითადი ეტაპი;
გ)
დასკვნითი ეტაპი.
2.
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:
ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);
ბ)
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);
გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას;
დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას (თუ ეს მოთხოვნები არ არის საკრებულოს დადგენილებით უკვე განსაზღვრული);
ე)
ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას;
ვ)
კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;
ზ)
კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;
თ)
ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ი)
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;
კ)
კონკურსის გამოცხადებას.
3.
კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:
ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად ჩართვის ან უარის თქმის შესახებ;
ბ)
პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების მოთხოვნებს და პროფესიული უნარების შემოწმებას გასაუბრების ფორმის გამოყენებით.
4.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ჩატარების ენა
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურა (გასაუბრება) ტარდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 8🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, განკარგულებით ნიშნავს საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ვადით.
3.
საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით, კანდიდატურა, კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ხდება კანდიდატთა ხელახალი დასახელება და ხელახალი კენჭისყრა.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს გათავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით (თუ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით) და ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა სავარაუდო კანდიდატებს. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 9 წევრისაგან.
მუხლი 9🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
5.
კომისიის სხდომას კომისიის წევრების გარდა სხვა პირი შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის საჯარო სხდომა.
მუხლი 10🔗.
კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ)
კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;
ე)
კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;
ვ)
ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ზ)
საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვს უპირატესი ხმის უფლება;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევებში.
მუხლი 11🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნოს თანმაშრომლებს, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2.
სამდივნო:
ა)
უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგისტრაციას და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესით” დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;
ბ)
ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
გ)
უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;
დ)
ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას;
ე)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესის” შესაბამისად უზრუნველყოფს გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას;
ვ)
ასრულებას ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებს.
მუხლი 12🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საპრეტენზიო და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში.
3.
საპრეტენზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურებრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 13🔗.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა
1.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
2.
თვითმმართველობის მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:
ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;
ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნებს;
გ)
პროფესიული უნარების მოთხოვნებს.
3.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:
ა)
მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;
ბ)
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
საკონკურსო მოთხოვნების მომზადება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის ძირითადი მოთხოვნებისა და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2.
საკონკურსო მოთხოვნები აისახება და ქვეყნდება კონკურსის შესახებ განცხადებაში.
მუხლი 15🔗.
კონკურსის ჩატარების ფორმა
1.
კონკურსის ჩატარების ფორმაა გასაუბრება.
2.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
მუხლი 16🔗.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი
1.
კონკურსის ჩატარების გრაფიკში მიეთითება:
ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომების დრო;
ბ)
კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადები და თანმიმდევრობა;
გ)
გასაუბრების ჩატარების დრო.
2.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 17🔗.
ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს საკონკურსო პროგრამას.
2.
საკონკურსო პროგრამით განისაზღვრება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული ის საკითხები, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ კონკურსანტებს.
3.
საკონკურსო პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 18🔗.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსში მონაწილე პირთა გასაუბრების გავლის წესის მომზადება და გამოქვეყნება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის ჩატარების ფორმებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესს”
2.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესი” უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 19🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მთავრდება კონკურსის გამოცხადებით.
2.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი შესაძლებელია გამოაცხადდეს აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში.
3.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)
შესასრულებელი სამუშაო;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ვ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4.
კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
5.
განცხადებების წარდგენის ვადის გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელზედაც განიხილება კანდიდატის კონკურსში დაშვების საკითხი, ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა.
მუხლი 20🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1.
მოქალაქე, რომელიც გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, ვალდებულია კონკურსის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ)
Curriculum Vitae (CV);
გ)
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი ან ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე)
სხვა დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3.
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან ერთდროულად გამოცხადებულ რამდენიმე ვაკანსიაზე განცხადების შეტანა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.
6.
კანდიდატის კონკურსში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია განცხადებების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.
7.
კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურსში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.
თავი III
კანდიდატთა განცხადებების მიღება და განხილვა
მუხლი 21🔗.
განცხადებების წარდგენა
1.
კანდიდატებს უფლება აქვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
2.
კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭვდით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე (თუ თავდაპირველად აიტვირთა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში, ათვლა დაიწყება ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან).
3.
კანდიდატს კონკურსის გამოცხადების დღიდან ეძლევა არანაკლებ 10 დღე განცხადების წარსადგენად. 10-დღიან ვადაში არ ითვლება დასვენების და ,,საქართველოს შრომის კოდექსით” დადგენილი უქმე დღეები.
მუხლი 22🔗.
განცხადებების მიღება და რეგისტრაცია
1.
განცხადებებს იღებს, კომისიის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს და ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
2.
სამდივნოს მიერ განცხადებების მიღება ხდება დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე. განცხადებების მიღების გასვლის ბოლო დღეს 18 საათზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა ერთიან სიაზე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს განცხადებების მიღების დახურვას. ვადის გასვლის შემდეგ განცხადებების მიღება დაუშვებელია.
მუხლი 23🔗.
განცხადებების განხილვა
1.
განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ კომისიის სამდივნო ამოწმებს მიღებული საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ გადამოწმებას და ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტს კანდიდატთა კონკურსში დაშვების ან კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს, სამდივნოს მიერ მომზადებულ პროექტებს და კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის კონკურსში დაშვების და კანდიდატის კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 24🔗.
განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1.
იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსში, ქვეყნდება განცხადებების მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე, ეცნობება შესაბამისი მიზეზების მითითებით.
2.
კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ კონკურსში დაშვებაზე, უფლება აქვთ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში, რომელიც არა უგვიანეს 3 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და თავის წინადადებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წარდგენიდან 2 დღის ვადაში. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის ეტაპების გავლაში.
3.
თუ გამოცხადებულ თანამდებობაზე არცერთი განცხადება არ იქნა შემოსული, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 25🔗.
გასაუბრება
1.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პროფესიული ცოდნის, ზოგადი და პროფესიული უნარების დადგენის მიზნით. გასაუბრებისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის თანამდებობის პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არ არის კომისიის შემადგენლობაში).
2.
გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების გავლის წესით”.
3.
გასაუბრების შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
თავი IV
დასკვნითი ეტაპი
მუხლი 26🔗.
კანდიდატის დასანიშნად წარდგენა
1.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან უარი თქვას კანდიდატის წარდგენაზე.
2.
. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში ეცნობება თითოეულ კანდიდატს და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს.
3.
კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი კანდიდატი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე თუ იგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლებამოსილ პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
4.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებული იქნეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
კონკურსის ჩატარების საჯაროობა და გასაჩივრების წესი
მუხლი 27🔗.
კონკურსის ჩატარების საჯაროობა
1.
კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2.
საკრებულოს ფრაქციის, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა (არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს) და მასმედიის არაუმეტეს თითო წარმომადგენელს უფლება აქვს, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს გასაუბრების პროცესს.
3.
დამკვირვებლის უფლების მიღების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციები კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე 2 დღით ადრე წერილობით მიმართავენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს და ღებულობენ დამკვირვებლის საშვს.
4.
დამკვირვებელი ვალდებულია კონკურსის ჩატარების დარბაზში დაიკავოს მხოლოდ მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. დამკვირვებელს უფლება არ აქვს, დასვას შეკითხვები, ჩაერიოს კონკურსის პროცესში, კონკურსის მიმდინარეობისას გადაადგილდეს, რაიმე ფორმით გამოხატოს თავის კმაყოფილება ან უკმაყოფილება და ხელი შეუშალოს კონკურსის მიმდინარეობას. დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დამკვირვებელს დაატოვებინოს დარბაზი, გაუუქმოს დამკვირვებლის საშვი და მიმართოს მის წარმდგენ ორგანიზაციას ამ პირის შეცვლის წინადადებით.
მუხლი 28🔗.
საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
1.
განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ასევე უნდა გამოქვეყნდეს იმ ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოდის კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ აგრეთვე უნდა იქნეს განთავსებული თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობებში (მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულების ადმინისტრაციულ შენობებში) და თვითმმართველ ერთეულში არსებულ საინფორმაციო დაფებზე.
2.
კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე განთავსებით.
3.
თუ კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მხოლოდ ამ დოკუმენტის სათაური, მოკლე აღწერილობა და მითითება, თუ სად შეიძლება დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
მუხლი 29🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1.
კონკურსის მიმდინარეობისას პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება შეიძლება წერილობით გასაჩივრდეს იმავე დღეს საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისია 1 დღის ვადაში განიხილავს და წერილობითი წინადადებით მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის შემდგომი ეტაპების გავლაში.
3.
კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.