⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2014)
გაუქმებულია:

ქობულეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2013
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.131.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 759 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2013 მიღება
19.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 20 ნოემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამა­ტებითი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკარებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდე­ბობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); ე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. მუხლი 2🔗. საკრებულოს აპარატის უფროსი: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოც­დი­ლება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი); დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 3🔗. საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი   იურიდიულ  საკითხებში: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში  საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი); ვ)  „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ზ) ნორმატიული აქტების ელექტრონული საქმისწარმოების  ცოდნა; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. საკრებულოს აპარატის წამყვანი  სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და  Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 5🔗. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის  საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ინგლისური ენის განხრით); ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხლები); დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) სხდომების აუდიოვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 6🔗. საკრებულოს აპარატის წამყვანი  სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის  საკითხებში: ა) უმაღლესი  განათლება; ბ)  საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ვებგვერდის შექმნისა და ინტერნეტში განთავსების ცოდნა; დ) ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრის ცოდნა; ე) სხდომების აუდიოვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 7🔗. საკრებულოს აპარატის  მთავარი  სპეციალისტი  მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის  საკითხებში: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა. მუხლი 8🔗. საკრებულოს აპარატის  წამყვანი   სპეციალისტი  მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის  საკითხებში: ა)  უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 9🔗. საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი  საორგანიზაციო  საკითხებში: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 10🔗. საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი  საორგანიზაციო  საკითხებში:  ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 11🔗. საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტი  საქმისწარმოების საკითხებში: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის  სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 12🔗. საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი  საქმისწარმოების საკითხებში:  ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.