თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2013 წლის 19 ნოემბერი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/7 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი
დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2.
სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტეციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.
3.
სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
4.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1.
სამსახურის ფუნქციებია:
ა)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა;
გ)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ)
სხვა თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების ორგანიზება, გამგეობის მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა;
ე)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ)
ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ზ)
გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი;
თ)
გამგეობის ინტერესების სასამართლოში დაცვის ორგანიზება;
ი)
ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; მათი საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
კ)
გამგებელთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ლ)
თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; წინადადებების მომზადება საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; საკრებულოსა და გამგეობის შენობის, საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვა მოვლა-პატრონობა;
მ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის,დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები:
ა)
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილება;
ბ)
იურიდიული განყოფილება;
გ)
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის დაცვასა და საქმისწარმოების სწორად განხორციელებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
გ)
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
დ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე)
ამზადებს და კანონის შესაბამისად წარადგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ვ)
მოქმედი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა კანდიდატურას;
ზ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7.
განყოფილების უფროსი:
ა)
ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;
ბ)
ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
გ)
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8.
განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
9.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმობის გაყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილება
1.
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტებისა და კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ბ)
დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
გ)
დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
დ)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ე)
დასრულებული საქმეების მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ზ)
ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
თ)
,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გამგეობის დებულებით, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ი)
გამგეობის საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
კ)
გამგეობის სამსახურებისა და ტერიტრიული ორგანოების რწმუნებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებულ საქმიანობას;
ლ)
მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
მ)
მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;
ნ)
მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორიელებას;
ო)
მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
პ)
ინფორმაციისა და წინადადებების მიღებას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისაგან გამგეობაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, აგრეთვე გამგეობის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესახებ;
ჟ)
მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადებას;
რ)
მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2.
განყოფილება უფლებამოსილია:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗.
იურიდიული განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილებები
1.
იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიციირებული;
ბ)
შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);
გ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
დ)
განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხს;
ე)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ვ)
საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში;
ზ)
საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან;
თ)
განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;
ი)
ახორციელებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას;
კ)
ახორციელებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ლ)
ახორციელებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
მ)
ადგენს გამგეობის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკს;
ნ)
იხილავს გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხებს და ამზადებს დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამის წინადადებებს;
ო)
ახორციელებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;
პ)
ამზადებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს და ორგანიზებას უწევს რეორგანიზების ჩატარების პროცესს;
ჟ)
ამზადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციას ;
რ)
ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
ს)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
განყოფილება უფლებამოსილია:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1.
განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საოფისე ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მომსახურებებისათვის შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ)
საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების, სარემონტო სამუშაოების, დაცვისა და ტექნიკური მომსახურეობის შესახებ წინდადებების მომზადებას;
გ)
საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარით, საოფისე ტექნიკითა და მასალებით;
დ)
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული ინვენტარის, ელექტროაპარატურისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლას და დაცვას, კომუნიკაციების, განათების, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის და სხვა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზებას;
ე)
საკრებულოს სხდომების, გამგეობის თათბირების, შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების სამეურნეო ორგანიზებას;
ვ)
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას;
ზ)
თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართელობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სამუშაო პირობების მოწესრიგებას, მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვას, აუცილებელი ნივთებით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით მომარაგებას;
თ)
შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გაფორმებას და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარდგენას;
ი)
თავისი საქმიანობის ფარგლებში თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, საწვავის უწყისების წარმოების ორგანიზებას და დამუშავებას;
კ)
თვითმმართველობის სამეურნეო პროცესების და საქმიანობის შედეგების ანალიზს, შესაბამისი ინფორმაციების მომზადებას;
ლ)
თვითმმართველობის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით თვითმმართველობის ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას, კონტროლს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, თვითმმართველობის სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფას, თვითმმართველობის ორგანოებში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობას და თვითმმართველობის ორგანოების ინტერნეტთან კავშირს;
მ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2.
განყოფილება უფლებამოსილია:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.