⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,974 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №35 2013 წლის 19 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილება ,,თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე და  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თეთრიწყაროს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. 3. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დამაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას. 4. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 2300,  ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) დადგენილი წესით ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დამტკიცების შემდეგ კოორდინაცია; ბ) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო და საგადასახადო ნორმატიული აქტების შემუშავება, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე დადგენილი წესით წინადადებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების მიზნობრივად და ეკონომიკურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება; ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დავალებათა შესრულების ანალიზი და ამ საქმეში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ღონისძიებათა შემუშავება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტებთან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფასა და საბიუჯეტო ფორმებისა და საბიუჯეტო რესურსების ზრდის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური რეზერვების მობილიზაციისათვის ზრუნვა, ხარჯვის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და განხორციელება; თ) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და საწარმოებს, სამეურნეო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის თაობაზე წინადადების შემუშავება; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები: ა) საბიუჯეტო დაგეგმარებისა და  საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება; ბ) ქონების მართვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; გ) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) მოქმედი წესის შესაბამისად თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა კანდიდატურას; ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე; ზ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტებს, მათ შორის, საგადასახადო დავალებებს, ბანკის ჩეკს, დეკლარაციებს და სხვა ფინანსური ხასიათის დოკუმენტებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსი  ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს (სპეციალისტები) შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს; განყოფილების უფროსი, ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი. 7. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. საქმიანობის ძირთადი ამოცანებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, გამგეობის სხვა სამსახურებთან, საკრებულოს კომისიებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისთვის განსახილველად წარდგენა; გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში; გ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება; ე) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსება; ვ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) ადგილობრივი საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება; თ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ი) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური  ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად; კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება; ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ნ) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი; ო) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი; პ) სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ; ჟ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; რ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შედგენა; ს) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება; ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება; უ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება; წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ფ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე; ქ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ღ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს შესაბამის კომისიას; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები. მუხლი 5🔗. საბიუჯეტო დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება საბიუჯეტო დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას, ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას; ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზირებას, ნაერთი ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მათ დასაზუსტებლად; გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციას, თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან საქმიანობის კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საკრებულოს ბიუროს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას; დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ე) საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას; ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზსს, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას; ზ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას; თ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; ი) ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას; კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას; ლ) დადგენილი ფორმის მიხედვით ბიუჯეტის შესრულების შესახებ თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას; მ) აღრიცხავს და აკონტროლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობების მიღებას და ხარჯის გაწევას, ამზადებს ანგარიშებს და დასკვნებს სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ; ნ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღებას, ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებასა და წინადადებების მომზადებას; ო) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და  თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს მისი კომპეტენციის ფარგლებში, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას; პ) კონტროლის განხორციელებას ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვასა და ანალიზს; ჟ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების, ორგანიზაციების  ანგარიშების კონტროლს და ანალიზს მისი კომპეტენციის ფარგლებში; რ) საბიუჯეტო ანგარიშებზე შემოსულობებისა და გადასახდელების ყოველდღიურ დამუშავებას ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით; ს) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე კრეფსითი ანგარიშების შედგენას, ამ ანგარიშების გაანალიზებას; ტ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო-საბიუჯეტო დარგის მუშაკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას; უ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან შექმნილი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო და სხვა ორგანიზაციების ხარჯთაღრიცხვების შესრულებას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატურ კონტროლს მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარჯთაღრიცხვების შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშსწორებების სწორად და დროულ შედგენას; ფ) დაწესებულ ვადაში მატერიალური ფასეულობებისა და ანგარიშსწორებების ინვენტარიზაციას, ამ სამუშაოთა შესრულებაში უშუალო მონაწილეობით; ქ) აწარმოებს საკასო და საბანკო ოპერაციებზე კონტროლს, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების ანალიზს, ხარჯთაღრიცხვების, საბანკო ოპერაციების სისტემატურ და ანალიზურ აღრიცხვიანობას; ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს კვარტალური და წლიური ბალანსების ანგარიშებს, რომელიც წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და სტატისტიკურ ორგანოებს; ყ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; გ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.