„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №117/04 |
|
2013 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სათავო ოფისისა და ფილიალების/სერვისცენტრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი.“; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი „31. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.“; გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში, მისომ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მისოს რეგისტრაციის დროს დირექტორების შესახებ წარსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.”; დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 51 პუნქტი „51. მისამართის ცვლილების ან/და ახალი ფილიალის გახსნის შემთხვევაში მისომ უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია.“; ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 პუნქტი: „61. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს მისოს რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს“; ვ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მისო არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №117/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016110.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №117/04, 21.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2085908/