⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2014)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2013
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 527 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2013 მიღება
27.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2013 წლის 21 ნოემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი აპარატის უფროსი - 1 ვაკანსია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართული ენის ცოდნა; ბ) უმაღლესი განათლება; გ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; დ) ანალიტიკური აზროვნება; ე) კომუნიკაციის უნარი;  ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა; ზ) გუნდური მუშაობის უნარი; თ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები. ·   Microsoft office Word; ·   Microsoft office Excel; ·   Microsoft office PowerPoint; ·   Windows. 2.    საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  II, III, IV თავი; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). მუხლი 2🔗 1.   გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საორგანიზაციო განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართული ენის ცოდნა; ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; გ) ანალიტიკური აზროვნება; დ) კომუნიკაციის უნარი; ე)  პასუხისმგებლობის გრძნობა; ვ) გუნდური მუშაობის უნარი. ·   Microsoft office Word; ·   Microsoft office Excel; ·   Microsoft office PowerPoint; ·   Windows. 2.  საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). მუხლი 3🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 3 ვაკანსია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართული ენის ცოდნა; ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანოში;  გ) კომუნიკაციის უნარი; დ) პასუხისმგებლობის გრძნობა. ე) გუნდური მუშაობის უნარი. ·   Microsoft office Word; ·   Microsoft office Excel; ·   Microsoft office PowerPoint; ·   Windows. 2.  საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). მუხლი 4🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი აპარატის მთავარი სპეციალისტი - 8 ვაკანსია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართული ენის ცოდნა ბ) არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; გ) კომუნიკაციის უნარი; დ) პასუხისმგებლობის გრძნობა. ე) გუნდური მუშაობის უნარი. ·   Microsoft office Word; ·   Microsoft office Excel; ·   Microsoft office PowerPoint; ·   Windows. 2.  საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). მუხლი 5🔗 ყველა კონკურსანტისთვის დამატებითი მოთხოვნა კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. ერთზე მეტ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში კონკურსანტის დოკუმენტაცია არ განიხილება.