ხონის მუნიციპალიტეტის „მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 22.11.2013
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2013
matsne.gov.ge 603 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე რობერტი რუხაძე საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის „მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2013 წლის 22 ნოემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის „მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების შესაძლო სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად ჩატარების მიზნით საქართველოს კანონის „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის  დაცვის შესახებ" მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153  დადგენილების „საგანგებო სიტუაციებზე  რეაგირების ძალების წესდების დამკიცების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული  დებულება მოხალისე-სამაშველო რაზმების შექმნის შესახებ. მუხლი 2🔗 კონტროლი დადგენილის შესრულებაზე დაევალოს ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის  მოადგილეს ვლადიმერ სულაბერიძეს მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს (სამტრედიის რაიონულ სასამართლოში,  მისამართზე: ძმები ნინუების ქ. №1) ერთი თვის ვადაში. მუხლი 4🔗 დადგენილება   ძალაშია   გამოქვეყნებისთანავესაკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე თავი I მოხალისე-სამაშველო რაზმის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მოხალისე სამაშველო რაზმი  - წარმოადგენს  დამოუკიდებელი ძალებისა და საშუალებების ერთობლიობას,  რომელიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების პრევენციულ და სალიკვიდაციო სამუშაოებში კონკრეტული დავალების შესასრულებლად. საგანგებო სიტუაციასთან  დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად  სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების რეაგირების ძალების მოსვლამდე. 2. სამაშველო სამუშაოები - მიმართული მოქმედებანი ადამიანის სიცოცხლისდა მატერიალური ფასეულობების გადარჩენისათვის საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების დადგომამდე, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. მუხლი 2🔗.  მოხალისე რაზმის ძირითადი პრინციპები 1. ჰუმანურობისა და ქველმოქმედების პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების გადარჩენას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და დახმარებას. 2. გარემოს დაცვა საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში. 3. საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების დროს რისკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი. 4. მოხალისე სამაშველო რაზმების მუდმივი მზადყოფნის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიულად რეაგირებას  საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს. მუხლი 3🔗. მოხალისე-სამაშველო რაზმის ჩამოყალიბება 1. მოხალისეთა ფორმირების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 2. მოხალისე-მაშველი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები  პირები 18 წლიდან, რომლებიც გაივლიან სპეციალურ მომზადებას, აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობა კონკრეტული საქმიანობისათვის. 3. მოხალისე სამაშველო რაზმის რიცხოვნება განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. 4. მოხალისე ფორმირებებში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. 5. მოხალისე  ფორმირებების წევრთა სია მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. 6. მოხალისე სამაშველო რაზმის წევრების საწყისი (საბაზისო) სწავლება ხორციელდება  შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ. 7. მოხალისე ფორმირებები საქმიანობას ახორციელებენ ადგილობრივ თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების დაქვემდებარებაში. მუხლი 4🔗. მოხალისე-სამაშველო რაზმის მიზნები და ამოცანები 1. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების  რისკების შესახებ. 2. თემის მზადყოფნის უზრუნველყოფა მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებზე  რეაგირებისათვის. 3. ადამიანების გადარჩენა, მათთვის დახმარების გაწევა. საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამუშაოების ჩატარება. უბედურების ზონიდან უსაფრთხო ადგილზე დაზარალებულების გადაყვანაში მონაწილეობის მიღება. მუხლი 5🔗. მოხალისე-სამაშველო რაზმის უფლება და მოვალეობა 1. მიიღოს სრულყოფილი და მართებული ინფორმაცია მათ წინაშე დასახული  ამოცანების შესასრულებლად. 2. სრულყონ თავიანთი ჩვევები, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით. 3. მზად იყოს  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად  საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის. 4. შეისწავლოს სამაშველო ოპერაციებში მოქმედება. 5. აქტიურად ჩაებას  საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო  სამუშაოებში. 6. აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება   დაზარალებულს. 7. იხელმძღვანელოს და იმოქმედოს  საგანგებო სიტუაციების მართვის  სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში 8. უფლებამოსილია სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს  საგანგებო სიტუაციების ზონაში  მიმდინარე და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ. 9. გამოიყენოს სამაშველო აღჭურვილობა და ტრანსპორტი. 10. საკუთრების ფორმის მიუხედავად  მოითხოვოს უსაფრთხოების ზომების  დაცვა საგანგებო სიტუაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 6🔗. მოხალისე-სამაშველო რაზმის  საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა 1. მოხალისე-სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს  მისი შედეგების სალიკვიდაციოსამუშაოებში ჩაერთვებიან თავისი ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად. 2. მოხალისე-სამაშველო რაზმი  საგანგებო სიტუაციების დროს  შეიძლება ჩართული  იყოს  საძიებო  სამაშველო  სამუშაოებში  თავისი მომზადების დონის შესაბამისად. 3. მოხალისეები, რომლებიც თავს გამოიჩენენ  სამაშველო ოპერაციების შესრულების დროს  წახალისდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  ხელმძღვანელობის მიერ. 4. წახალისების ფორმა შეიძლება იყოს: მადლობის სიგელი,  ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქარი. 5. განსაკუთრებული ღვაწლისათვის, კატასტროფების  დროს მამაცობისა და  თავდადებისათვის  შეიძლება წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოზე  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.