ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.11.2013
ძალის დაკარგვა 12.11.2014
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ღვინიაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2013 წლის 21 ნოემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
ა.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ა.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
მუხლი 2🔗
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 3🔗
იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
მუხლი 4🔗
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა.
მუხლი 5🔗
გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის და გამგეობის შესყიდვების სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.
მუხლი 6🔗
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 7🔗
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №9 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 8🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი