ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.11.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ფუნქცია | პრიორიტეტულობა |
| განათლება (ხარისხი) | სავალდებულო |
| სფერო/ფაკულტეტი | სავალდებულო |
| გამოცდილების ხანგძლივობა | სავალდებულო |
| უცხოური ენა | სავალდებულო |
| უცხოური ენების ცოდნის დონე | ვერბალური კომუნიკაცია |
| კომპიუტერული პროგრამები | თემატური კატეგორია |
| საკვანძო კომპეტენციები | სავალდებულო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2013 წლის 21 ნოემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა და ატესტაციისას მოხელეთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე უზრუნველყოს დანართი №2 განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების დამტკიცება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
დ)
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II,III და IV თავები);
ვ)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ზ)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
მუხლი 2🔗
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3🔗
გამგეობის სამსახურის უფროსისა და საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4🔗
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5🔗
გამგეობის სამსახურის და საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 6🔗
მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 7🔗
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული და/ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 8🔗
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეები უნდა აკმაყოფილებდნენ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებით დადგენილ ნორმებს და მოეთხოვებათ მეხანძრე-მაშველის სერთიფიკატი ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნულ სფეროში.
დანართი №2
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
ზოგადი ინფორმაცია
ორგანიზაციული ერთეული
თანამდებობის დასახელება
პოზიცია (ფუნქცია)
ანაზღაურება
სამუშაოს განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
ფუნქცია
პრიორიტეტულობა
დროის დანახარჯი (%)
ანგარიშვალდებულება
ანგარიშვალდებულობის ფორმა
სამსახურეობრივი ზედამხედველობა
ზედამხედველობის ფორმა
საქმიანი შიდა კონტაქტი
შიდა კონტაქტის ფორმა
საქმიანი გარე კონტაქტი
გარე კონტაქტის ფორმა
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება
განათლება (ხარისხი)
სავალდებულო
სასურველი
სფერო/ფაკულტეტი
სავალდებულო
სასურველი
სამუშაო გამოცდილება
დარგი
გამოცდილების ხანგძლივობა
სავალდებულო
სასურველი
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
-------------- ---------------------------------------------------------------------სამსახურის დებულება
სპეციალური ტრენინგები
ტრენინგების თემატიკა
უცხოური ენა
სავალდებულო
სასურველი
უცხოური ენების ცოდნის დონე
ვერბალური კომუნიკაცია
წერილობითი კომუნიკაცია
კომპიუტერული პროგრამები
თემატური კატეგორია
ცოდნის დონე
საკვანძო კომპეტენციები
სავალდებულო
სასურველი