აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №181/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2013
matsne.gov.ge 2,484 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
სამეცნიერო საბჭო
ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება
მუხლი 2
CRDF Global
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე - ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნეს-პარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (უფლებამონაცვლე- ფონდი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“
მუხლი 2
სსგფ
საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე -  ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება – „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა – „ბიზნეს-პარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”
მუხლი 2
გრანტის მიმღები ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის, მაგისტრის ან ბაკალავრის (ან მათთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს და პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში
მუხლი 2
თანამონაწილე ორგანიზაცია
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ­თლი­ს იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდება გრანტის მიმღები და ჩაერიცხება ფონდის მხრიდან გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება; თანამონაწილე ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს კონკურსით გასაზღვრული პროფილის კვლევებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები და მან უნდა უზრუნ­ველ­ყოს გრანტის მიმღები ფიზიკური პირები მატერიალურ-ტექნიკური ბაზით პროექტით გათვა­ლის­წინებული კვლევების ჩასატარებლად; თანამონაწილე ორგანიზაცია ორ­განიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტ­რულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვა­ლისწინებულ სხვა ვალდებუ­ლე­­ბებს
მუხლი 2
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და აქტიურად მონაწილეობს ცენტრის საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი პროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობასთან, პასუხისმგებელია როგორც პროექტის შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე და  პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში
მუხლი 2
საკონკურსო დოკუმენტაცია
ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
მუხლი 2
საერთო საგრანტო დაფინანსება
ფონდის და CRDF Global-ის მიერ გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება
მუხლი 2
საგრანტო ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული  საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა
მუხლი 2
ტრანში
პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები
მუხლი 2
საანგარიშო პერიოდი
პროექტის განხორციელების 12-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №181/ნ 2013 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” დებულების დამტკიცების თაობაზე „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“  ფარგლებში ორგანიზებული ერთობლივი კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი  აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო -ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის “  ფარგლებში ორგანიზებული ერთობლივი კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.      აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF - Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“  ფარგლებში აცხადებენ  ერთობლივ კონკურსს (შემდგომში – კონკურსი) „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა”. 2.      კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს. 3.      კონკურსზე წარდგენილი პროექტი არ უნდა უკავშირდებოდეს თავდაცვისა და სამხედო თემატიკაზე ორიენტირებულ კვლევას და უნდა განხორციელდეს სამოქალაქო, კვლევით გარემოში. პროექტში გამოყენებული აღჭურვილობა ორიენტირებული უნდა იყოს სამოქალაქო მიზნებზე. 4.      კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 3 წლის ხანგრძლივობის, ერთი პროექტი. 5.      პროექტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) შექმნა. 6.      ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ა) თანამედროვე სტანდარტების კვლევების ჩატარება და კვლევისა და განათლების სისტემის ჰარმონიზაციაზე და მათი დონის ამაღლებაზე მიმართული ახალი პროგრამებისა და მიდგომების შემუშავება; ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში   კვლევისა და სწავლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კვლევითი ბაზის შექმნა (CRDF Global-ის რეკომენდაციით, გრანტის დაახლოებით 50% გამოყენებული უნდა იყოს აპარატურისათვის და შესაბამისი კვლევების ჩატარებისთვის); გ) ნიჭიერ სტუდენტთათვის, ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისათვის  და ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერთათვის კვლევებისთვის საჭირო ახალი შესაძლებლობების შექმნა და მათზე სტიპენდიების სახით  გრანტის არანაკლებ 10 %-ის გამოყოფა; დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ  ცენტრთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან, კომპანიებთან და კვლევით ინსტიტუტებთან მეცნიერებისა და განათლების სფეროში კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა. 7. სამეცნიერო თემატიკა მოიცავს ბიოსამედიცინო პროფილის კვლევებს, რომლებიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან (იხ. ბმული: www.grdf.ge). 8. პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ცენტრის საგანმანათლებლო ამოცანები. ცენტრი მოწოდებულია, უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის  პროექტის ფარგლებში შეძენილ  აპარატურაზე ხელმისაწვდომობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;  ბ) CRDF Global – აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე - ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნეს-პარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (უფლებამონაცვლე- ფონდი) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“; გ) სსგფ – საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე -  ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება – „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა – „ბიზნეს-პარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”; დ) DTRA - აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტო; ე) CBEP - DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამა; ვ) გრანტის მიმღები ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის, მაგისტრის ან ბაკალავრის (ან მათთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს და პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში; ზ) აპლიკანტი - კონკურსში მონაწილე პოტენციური „გრანტის მიმღები ფიზიკური პირი“; თ) საბაზო ორგანიზაცია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდება გრანტის მიმღები და ჩაერიცხება ფონდის მხრიდან გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება; საბაზო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კონკურსით გასაზღვრული პროფილის კვლევებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,  მასში უნდა მოქმედებდეს პროფილის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი;  საბაზო ორგანიზაცია  უზრუნველყოფს პროექ­ტის განხორ­ციელების ანგარიშგებას ფონდის მიერ დამტკი­ცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად; საბაზო ორგანიზაცია ორ­განიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტ­რულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვა­ლისწინებულ სხვა ვალდებუ­ლე­­ბებს; ი) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ­თლი­ს იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ გახდება გრანტის მიმღები და ჩაერიცხება ფონდის მხრიდან გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება; თანამონაწილე ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს კონკურსით გასაზღვრული პროფილის კვლევებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები და მან უნდა უზრუნ­ველ­ყოს გრანტის მიმღები ფიზიკური პირები მატერიალურ-ტექნიკური ბაზით პროექტით გათვა­ლის­წინებული კვლევების ჩასატარებლად; თანამონაწილე ორგანიზაცია ორ­განიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტ­რულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვა­ლისწინებულ სხვა ვალდებუ­ლე­­ბებს; კ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და აქტიურად მონაწილეობს ცენტრის საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი პროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობასთან, პასუხისმგებელია როგორც პროექტის შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე და  პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში; ლ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; მ) საერთო საგრანტო დაფინანსება – ფონდის და CRDF Global-ის მიერ გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება; ნ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული  საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ო) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; პ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 12-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები. მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი, CRDF Global-ი და სსგფ. 2. პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი და CRDF Global-ი (შემდგომში - დამფინანსებელი მხარეები). 3. ფონდი: ა) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შეარჩევს ადგილობრივ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც CRDF Global-ის ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ პროექტს და იმუშავებენ კომისიის (პანელის) შემადგენლობაში. კომისია (პანელი) თავად განსაზღვრავს მუშაობის წესს, რომლის მიხედვითაც და ამ დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლენს ოთხ საუკეთესო ფინალისტ პროექტს; დ) შეარჩევს ადგილობრივ დამოუკიდებელ დარგობრივ ექსპერტებს, რომლებიც CRDF Global-ის ექსპერტებთან ერთად შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელშიც შესაძლოა შედიოდნენ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ექსპერტები. ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეწვევა კონკურსის ფინალში გასული ოთხი პროექტის წარმდგენ საბაზო ორგანიზაციებს (საჭიროების შემთხვევაში ასევე თანამონაწილე ორგანიზაციებს), ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად და დამფინანსებელი მხარეებისთვის საუკეთესო პროექტის შესახებ  რეკომენდაციის შესამუშავებლად; ე) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციისა და კომისიის დასკვნების გათვალისწინებით ამტკიცებს დასაფინანსებელ პროექტს (ფონდის სამეცნიერო საბჭო); ვ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან და სსგფ-სთან ერთად გამარჯვებული პროექტის დაფინანსებასა და მისი შესრულების მონიტორინგს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც დააკვირდება ზემოაღნიშნულ პროცესებს. მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს წარადგენს საბაზო ორგანიზაცია თანამონაწილე ორგანიზაციასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აპლიკანტებთან ერთად. საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. პროექტში დაგეგმილი კვლევა სრულდება საბაზო ორგანიზაციაში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის გარკვეული ნაწილი შეიძლება შესრულდეს თანამონაწილე ორგანიზაციაში/ორგანიზაციებში. 3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას. 4.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პასუხისმგებელია როგორც პროექტის შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე და  პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. ამასთან, იგი არ შეიძლება იყოს CRDF –Global-ის მიერ დაფინანსებული ერთზე მეტი მიმდინარე პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 5. ცენტრი მართული უნდა იყოს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც არ შეძლება იყოს საბაზო ან თანამონაწილე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 6.  საბაზო ორგანიზაციას შეუძლია კონკურსზე არაუმეტეს ორი პროექტის წარდგენა. ამასთან, ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლება იყოს კონკურსზე წარდგენილი ერთზე მეტი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელად. 7. პროექტის დამთავრების შემდეგ საბაზო ორგანიზაცია უზრუნველყოფს ცენტრის ფარგლებში პროფილური სამეცნიერო  კვლევების გაგრძელებას პროექტის შემსრულებელთა მონაწილეობით.  ამ მიზნით პროექტი  უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საბაზო ორგანიზაციის მიერ პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გასაწევი ხარჯების და ამ ხარჯების დაფარვის სავარაუდო გეგმის შესახებ. მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1.  საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს. 2. პროექტზე ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 61 000 დოლარის ეკვივალენტ ლარს. 3.  ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების გარდა პროექტი ფინანსდება CRDF Global-ის მიერ 400 000 აშშ დოლარის ფარგლებში. 4. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. თითოეული ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 დოლარის ეკვივალენტ ლარს. საგრანტო დაფინანსება გადაირიცხება საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გახსნილ საგრანტო ანგარიშებზე. ტრანშების მოცულობა იგეგმება შესაბამის პერიოდში/ეტაპზე პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით. თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა 12 თვეა. 5. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება საბაზო ორგანიზაციას. მუხლი 6🔗. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 1. პროექტის დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის  შემდეგ მუხლებს: ა)  გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირთა საგრანტო დაფინანსება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირთა საგრანტო დაფინანსებას; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას; გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების  შესაბამისად; დ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინების ხარჯებს. ე) არაფინანასური აქტივები: აღნიშნული კატეგორია გულისხმობს, ძირითადი აქტივის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლოატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს და  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით,  არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას. 2. საგრანტო დაფინანსებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.  მუხლი 7🔗. კონკურსის ძირითადი ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების  ფონდში, CRDF Global და სსგფ-ში წარდგენა; გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტების განხილვა ადგილობრივ და CRDF Global-ის ექსპერტებისაგან შემდგარ კომისიებში (პანელი) და ოთხი პროექტის (ფინალისტის) შერჩევა; ე) ადგილობრივი, აშშ-ს ექსპერტებისა და საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დამკვირვებლისაგან შემდგარი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ კონკურსის ფინალში გასული ოთხი პროექტის წარმომდგენ საბაზო ორგანიზაციებში (საჭიროების შემთხვევაში ასევე თანამონაწილე ორგანიზაციებში) ვიზიტები, ადგილზე მდგომარეობის შეფასება და დამფინანსებელი მხარეებისთვის საუკეთესო პროექტების შესახებ  რეკომენდაციის შემუშავება;  ვ) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციისა და ადგილობრივი და  CRDF Global-ის კომისიების დასკვნების გათვალისწინებით პროექტის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს და DTRA -ს მიერ; ზ) გამარჯვებული პროექტის წარმომდგენ საბაზო და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ  მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.  მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება 1.  ფონდის, CRDF Global-ისა და სსგფ-ს მიერ ხდება შემოსული პროექტის კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2.  ექსპერტების მიერ პროექტის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ა) სამეცნიერო ღირებულება; ბ) კვლევისა და განათლების ინტეგრაცია; გ) ინოვაცია; დ) შესაძლებლობები; ე) შესაბამისობა საქართველოსა და CBEP-ის მიზნებთან; ვ) ხარჯები და დროის განრიგი; ზ) ორმაგი დანიშნულების კვლევის შესაძლებლობა; თ) დამატებითი პრიორიტეტები დაფინანსებისთვის. 3. პროექტის განხილვა მოხდება ქართველი და აშშ-ს (ადგილობრივ და CRDF Global-ის) დამოუკიდებელ ექსპერტებისგან შემდგარ კომისიაზე (პანელი), რომელიც შეარჩევს ოთხ ფინალისტ პროექტს. 4.  ადგილობრივი, აშშ-ს ექსპერტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დამკვირვებლისაგან შემდგარი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ კონკურსის ფინალში გასული ოთხი პროექტის წარმომდგენ საბაზო ორგანიზაციებში (საჭიროების შემთხვევაში ასევე თანამონაწილე ორგანიზაციებში) განხორციელდება ვიზიტები, ადგილზე მდგომარეობის შეფასებისა და დამფინანსებელი მხარეებისთვის საუკეთესო პროექტების შესახებ  რეკომენდაციის გაწევის მიზნით. 5. ერთობლივი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციისა და ადგილობრივი და CRDF Global-ის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით მოხდება პროექტის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს და DTRA -ს მიერ. 6. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1.  დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. დაუშვებელია კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა. 3.დაუშვებელია კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გრანტის მიმღები ფიზიკური პირის ან დამხმარე პერსონალის სტატუსით. 4. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ადგილობრივი ექსპერტი პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან  ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 5. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 6. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ადგილობრივი ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 7. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ადგილობრივი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება და პროექტის მონიტორინგი ფონდის მიერ 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გრანტის მიმღებ საბაზო ორგანიზაციასთან, გრანტის მიმღებ თანამონაწილე ორგანიზაციასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან და გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან. 2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცია ფონდს წარუდგენს წერილობით და­დასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯე­ტის წინაშე დავალიანება. 3. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღები საბაზო ორგანიზაციისა და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ყოვე­ლი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ბიუჯეტში გა­­ნახორციელოს ცვლილება. 4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 5. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას  ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან. 6. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღებთა მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე. 7. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.