განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,გუდვილი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 206343991)
წარმომადგენელი – გიორგი შევარდნაძე (დირექტორი)
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – ვასილ ხაჭაპურიძე, ნათია სახოკია, თამაზ კიკიანი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გუდვილის’’ დირექტორმა გიორგი შევარდნაძემ და მოითხოვა შპს ,,გუდვილის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გუდვილს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს ,,გუდვილის’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში, დაინიშნა კრედიტორთა პირველი კრება.
კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, კერძოდ, კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება, დღის წესრიგის მეორე საკითხზე, რომელიც შეეხებოდა მომრიგებელთა საბჭოს წევრთა არჩევას, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რადგან კრედიტორთა მხრიდან მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით კრედიტორთა პოზიციები იყო შესაჯერებელი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორთა პირველი კრება შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 29 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ;
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 22.11.2013. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/13628-13.
- სად არის „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „გუდვილი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/13628-13, 22.11.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2088283/