⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.12.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 15.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №185/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016705
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,653 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2013 მიღება
15.12.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №185/ნ 2013 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში (შემდგომში - შიდა აუდიტის დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1.  შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ  5 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel,  Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; ე) სასურველია უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა; ვ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ.ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ვ.დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ.ე) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ვ.ვ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ვ.ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ.თ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  ვ.ი) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; ვ.კ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’;  ვ.ლ) საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’; ვ.მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; ვ.ნ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ვ.ო) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის   №448 ბრძანება; ვ.პ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის  №31 ბრძანება; ვ.ჟ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89 /ნ ბრძანება; ვ.რ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება; ვ.ს) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ვ.ტ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ვ.უ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. 1.3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს შრომის კოდექსი; ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  ი) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; კ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’;  ლ) საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’; მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; ნ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ო) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 15 სექტემბრის   №448 ბრძანება; პ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის  №31 ბრძანება; ჟ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89 /ნ ბრძანება ; რ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება; ს) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ტ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; უ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201 1 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. 2.  შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი  სპეციალისტი  2.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; გ.ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ.გ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; გ.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  გ.ზ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’;  გ.თ) საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’; გ.ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; გ.კ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; გ.ლ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89 /ნ ბრძანება ; გ.მ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; გ.ნ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; გ.ო) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201 1 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. დ) სასურველია უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა; ე) სასურველია უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 2.3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  ზ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’;  თ) საქართველოს კანონი ,,შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’; ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; კ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ლ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89 /ნ ბრძანება ; მ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ნ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ო) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანება. 3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი სპეციალისტი 3.1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს შრომის კოდექსი; გ.ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; გ.ე) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; გ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  გ.თ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; გ.ი) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; გ.კ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 15 სექტემბრის   №448 ბრძანება; გ.ლ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის  №31 ბრძანება; გ.მ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89/ნ ბრძანება ; გ.ნ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება; დ) სასურველია უცხოური ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა; ე) სასურველია უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის, ფინანსების, ეკონომიკის  სპეციალობით. ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს ინსპექტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 3.3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი  სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს შრომის კოდექსი; ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;  თ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; ი) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; კ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 15 სექტემბრის   №448 ბრძანება; ლ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის  №31 ბრძანება; მ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89 /ნ ბრძანება; ნ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.