ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 16.09.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2013 წლის 26 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში 140 (ასორმოცი) ლარის ოდენობით.
2. ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. ხარჯების ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;
ბ) საკრებულოს ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისთვის;
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის;
დ) საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად.
4. თუ საკრებულოს წევრი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან ერთს მაინც, მას არ შეიძლება მიეცეს ამ წესით გათვალისწინებული ხარჯები.
მუხლი 2🔗
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტში მითითებული თანხის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ყოველთვიურად, ერთიანი სახით წარდგენილი ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად.
2. საკრებულოს წევრის ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
3. საკრებულოს წევრების ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვისათვის, საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა), როგორც წესი, ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელსაც უნდა დაერთოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შედგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეხვედრის თემატიკა.