დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2013
ძალაში შესვლა 01.12.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ადუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2013 წლის 26 ნოემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განესაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს კომისიებში/ფრაქციებში მონაწილეობის მისაღებად;
გ) ამომრჩევლებთან ან ანგარიშვალდებული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრებისთვის;
2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს თუნდაც ერთს, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, “ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე.
4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეხვედრის თემატიკა.
გ)მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მიმართულებით მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აგვისტოს №14-36 დადგენილება (სსმ, 31.08.201, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250030.35.156.016066 ).
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 დეკემბრიდან.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი