⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.01.2015)
გაუქმებულია:

M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №29.01.1433
სარეგისტრაციო კოდი 300060000.37.101.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 434 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2013 მიღება
05.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობა დადგენილება №29.01.1433 2013 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და 22-ე მუხლის, „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის №15-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ” ქალაქ თბილისის  საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის  №17-49 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა: შპს „თბილ ლაინმა“, შპს „კაპიტალ გრუპმა“, შპს „თბილ ქარმა“ და შპს „ფაბლიქ ქარმა“,  მათ მიერ სანებართვო პირობების შესასრულებლად განკუთვნილი, გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვილი, M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით შეღავათიანი (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა. ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით)  უზრუნველყონ „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მგზავრობა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის პირების მგზავრობა განხორციელდეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.  მუხლი 3🔗 ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი  საქალაქო  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. მუხლი 4🔗 ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ნებართვების მფლობელებზე შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის სრული ოდენობის 50%-ს ანაზღაურება (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა. ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით). მუხლი 5🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე