„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2013 წლის 26 ნოემბერი ქ.წალენჯიხა |
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) საფინანსო–საბიუჯეტო, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება“
„მუხლი 5. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება:
ა)ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ)უზრუნველყოფს, საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის, სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების მომზადებას:
გ)საკონსულტაციო–სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, ახდენს საკრებულოს სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინანდადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
დ)ახორციელებს საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების მომზადებას;
ე)წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარ გაცემული მინდობილობის შესაბამისად; „
„მუხლი 51 . საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენას;
ბ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;
გ)უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტაციებს, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისათვის გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;
დ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტაციაზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;
ე) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
ვ) ახორციელებს საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმების წარმოებას;
ზ)უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კომპიუტერულ ბეჭდვასა და გამრავლებას;
თ)უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტაციებს;
ი)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ)უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და გამოქვეყნებას, ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
ლ)ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
მ)ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ნ)უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, პრეს–კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
ო) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს დელეგაციების მივლინებას, ახორციელებს ადგილობრივი ტელევიზიითა და პრესით საკრებულოს სხდომის ან საჯარო მოსმენის დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის, დროისა და თარიღის, სხვადასხვა პროგრამების მოსახლეობისათვის გაცნობას. ტელევიზიის საშუალებით საკრებულოს სხდომების გაშუქებას;
პ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო–საცნობარო და პროგრამულ მომსახურეობას, საკრებულოს ოფიციალური ინფორმაციის კომპიუტერიზაციას და ინტერნეტიზაციას;
ჟ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, საიტებისა და ინტერნეტ–გვერდების შექმნას, მათ განახლებას. ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან დაცვას.“
|