⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.01.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №29.07.1439
სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 995 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2013 მიღება
05.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი აბესაძე ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №29.07.1439 2013 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ზ​1“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება) დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე დანართი 1 ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება) მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით. 3. ცენტრი ანგარიშვალდებულია თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში. 5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, სიმბოლიკა, ბეჭედი, მისამართი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ქერჩის ქ. N8. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ძირითადი ამოცანები 1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია: ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ეფექტური და კოორდინირებული ჩართვის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში, სამედიცინო და არასამედიცინო  პერსონალის მომზადების, ცოდნისა და უნარების სრულყოფისათვის საგანმანათლებლო საქმიანობის  განვითარება. 2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია: ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტური ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში პაციენტისთვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ბ) პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი მდგომარეობების მართვისას გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის  შემცირება; გ) ბუნებრივი მოვლენების, სტი­ქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომა­რეობების დროს მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის  მზადყოფნა, დროული და ადეკვატური რეაგირება. საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ერთიან სისტემაში ჩართულობა; დ)  სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ე) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში მაღალი კვალიფიკაციის კადრების                                                     მომზადება/გადამზადება. ვ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელო ლიტერატურის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  და  პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით. მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები: 1. ცენტრის ფუნქციებია: ა) პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდება, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით. ბ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შეუფერხებელი და ეფექტური მიწოდების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-თან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა; გ) სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება, ასევე სამედიცინო და სტატისტიკური ინფორმაციის  შეგროვება და ანალიზი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით. დ) ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს და/ან უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა. ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულება.  2. ცენტრის უფლებამოსილებებია: ა) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად; ბ) სხვა სამედიცინო საქმიანობების წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მთავრობა. 2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. 3. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორი ცენტრის დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს; ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ლ) ცენტრში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; მ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; ნ) თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს; ო) თბილისის მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფისა და განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; პ) თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ; ჟ) ხელს აწერს ცენტრის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; რ) მოქმედებს ცენტრის სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ს) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ტ) ცენტრის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას სამუშაო ჯგუფები და/ან სათათბირო ორგანოები (კომისიები) შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; უ) თბილისის მთავრობას, წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. ცენტრის დირექტორის მოადგილეები 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე. 2. ცენტრის დირექტორის თითოეული მოადგილე: ა) ახორციელებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ხელმძღვანელობს საკურატორო სფეროებს; ბ) ცენტრის დირექტორის მიერ (ბრძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრი საქმიანობას ახორციელებს ცენტრის ადმინისტრაციისა და რაიონული სამსახურების მეშვეობით. მუხლი 8🔗. ცენტრის ქონება და ფინანსები 1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ცენტრის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 9🔗. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის მაკონტროლებელი ორგანოა თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. მუხლი 11🔗. ცენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 12🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.