,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №16 |
|
2014 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ი1) მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ (დანართი №91);”. 2. ბრძანებას დაემატოს დანართი №91, თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მედალი ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’
მედლით დაჯილდოების წესი 1. მედლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის. 2. მასალა _ ლითონი ოქროს შეფერილობით. 3. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი – ცენტრში გამოსახულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ემბლემა, ირგვლივ გამოსახულია მუხის ფოთლების გვირგვინი, რომლის ცენტრში, მედალიონის ქვემოთ არის წარწერა ინგლისურ ენაზე ,,ISAF’’, ზედა მხარეს კი წარწერა ქართულ ენაზე ,,ძალა ერთობაშია’’. ბ) რევერსი _ მედალიონის უკანა მხარეს, ცენტრში გამოსახულია ქართული წარწერა ,,ავღანეთში ღირსეული სამსახურისათვის’’. მედალიონის ქვემოთ ამოტვიფრულია ავღანეთის ტერიტორიის, ხოლო ზედა მხარეს - საქართველოს ტერიტორიის კონტურები. ამასთან, რევერსზე არის წარწერა ქართულ ენაზე ,,საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭრი ძალები’’, რომელიც დაგვირგვინებულია შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
4. მედლის ლენტი: ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად. ბ) რევერსი _ მეტალის ფირფიტა ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით. 5. მედლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით მედლით ,,ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის’’ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის. |