გ. ჩახნაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№338
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №338

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

გ. ჩახნაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,პატიმრობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“და ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი.

 

  პრემიერ-მინისტრი          ნიკა გილაური