წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსისის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსისის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2013 წლის 26 ნოემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსისის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციას“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებული, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ , №1 დანართის I , II, III თავები (სსმ. 05/03/2013 ; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016114).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია
ინსტრუქცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესრულების მიზნით, განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
კონკურსის ცნება
1.
კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს.
2.
კონკურსი სავალდებულოა გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.
3.
ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული მოხელის მიერ. კონკურსი ასევე ცხადდება იმ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომელზეც მოხელე დანიშნულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზნებია:
ა)
საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა.
გ)
მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.
2.
კონკურსის ამოცანებია:
ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ)
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
კონკურსის პრინციპები
1.კონკურსის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ)
გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისთვის; კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება კონკურსის შედეგს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ შედეგების გადამოწმება და მიიღოს შესაბამისი განმარტება.
გ)
თანასწორობა – კონკურსის ჩატარება უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
დ)
საჯაროობა – კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტები , საკონკურსო – საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ე)
კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრის საშუალებით.
ვ)
კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4🔗.
კონკურსის ჩატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1.
კონკურსის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება , იფარება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
2.
კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იმ თანამშრომელთა შემადგენლობით, რომლებიც არ ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ჩატარების ეტაპები
1.
კონკურსის შედგება სამი ეტაპისაგან:
ა)
მოსამზადებელი ეტაპი;
ბ)
ძირითადი ეტაპი;
გ)
დასკვნითი ეტაპი;
2.
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:
ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-სატესტაციო კომისიის ფორმირებას;
ბ)
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას;
გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას.
დ)
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას;
ე)
კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;
ვ)
კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;
ზ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;
თ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ტესტების მომზადებასა და მათ შესაძლო გამოქვეყნებას;
ი)
წერითი დავალების თემატიკის განსაზღვრას;
კ)
კონკურსის გამოცხადებას;
3.
კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:
ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად ჩართვის ან უარის თქმის შესახებ.
ბ)
კანდიდატთა ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას წერითი დავალების, ტესტირების , გასაუბრების ფორმების გამოყენებით.
4.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებას, საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ჩატარების ენა
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა კონკურსით გათვალისწინებული პროცედურები (წერითი დავალება, ტესტირება და გასაუბრება) ტარდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 7🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისია
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, განკარგულებით ნიშნავს საკრებულო.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით, კანდიდატურა, კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგარამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ხდება კანდიდატთა ხელახალი დასახელება და ხელახალი კენჭისყრა.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს გათავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათავლისწინებით, ბრძანებით, განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა შემადგენლობას.
მუხლი 8🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
კომისიის სხდომას კომისიის წევრების გარდა სხვა პირი შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის საჯარო სხდომა.
მუხლი 9🔗.
კომისის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ)
კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს.
ე)
კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას.
ვ)
ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ზ)
გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას.
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 10🔗.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნო
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, სამდივნო შედგება იმ თანამშრომელებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში. სამდივნოს თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2.
სამდივნო:
ა)
უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგიტრაციას და „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით „ დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;
ბ)
ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.
გ)
უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას.
დ)
ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას.
ე)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის“ შესაბამისად უზრუნველყოფს წერითი დავალების ტესტირების და გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას.
ვ)
ასრულებს ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებს.
მუხლი 11🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
3.
საპრეტენზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას;
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 12🔗.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა
1.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა დგება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სატანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლი 20 თებერვლის №57 დადგენილებით განსაზღვრული ფორმით.
2.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობის შედგენას უზრუნველყოფს საკადრო (ადამინური რესურსების მართვის) სამსახური შესაბამისი მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივ ინსტრუქციას) გამგებლის (მერის) წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების საფუძველზე დგინდება მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 13🔗.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა
1.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით;
2.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:
ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;
ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნებს;
გ)
პროფესიული უნარების მოთხოვნებს;
3.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:
ა)
მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;
ბ)
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
საკონკურსო მოთხოვნების მომზადება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის ძირითადი მოთხოვნებისა და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2.
საკონკურსო მოთხოვნები აისახება და ქვეყნდება კონკურსის შესახებ განცხადებაში.
მუხლი 15🔗.
კონკურსის ჩატარების ფორმები
1.
კონკურსის ჩატარების ფორმებია:
ა)
წერითი დავალება;
ბ)
ტესტირება;
გ)
გასაუბრება;
2.
წერითი დავალება გულისხმობს კონკურსანტის წერითი ნამუშევრის შესრულებას, წარდგენასა და დაცვას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წერითი დავალება ძირითადად გამოიყენება თვითმმართველობის ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარებისას.
3.
ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების შემოწმებას ტესტების მეშვეობით.
4.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარჩვევების დადგენის მიზნით.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ფორმას.
6.
კონკურსის ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ან ყველა ფორმა.
7.
დამხმარე მოსამსახურეების (ტექნიკური პერსონალი) შერჩევის მიზნით შეიძლება გამოყენებულიქნეს აპლიკაციების შეფასება (გადარჩევის) ფორმა.
მუხლი 16🔗.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი
1.
კონკურსის ჩატარების გრაფიკში მიეთითება:
ა)
საკონკურსო-საატერსტაციო კომისიის სხდომების დრო;
ბ)
კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადები და თანმიმდევრობა;
გ)
კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დრო;
2.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 17🔗.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსში მონაწილე პირთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის მომზადება და გამოქვეყნება
საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის ჩატარების ფორმებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესს“. „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესი“ უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 18🔗.
ტესტირების მომზადება და გამოქვეყნება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ორგანიზებას უწევს საკონკურსო პროგრამიდან გამომდინარე ტესტების მომზადებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ტესტები შეიძლება იქნეს გამოქვეყნებული;
2.
ტესტები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნებული უნდა იქნეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 19🔗.
წერითი დავალების თემატიკის განსაზღვრა
საკონკურსო–საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე განსაზღვრავს წერითი დავალების თემატიკას ( კონკურსის ამ ფორმით ჩატარების შემთხვევაში). თემატიკა, როგორც წესი, უნდა ეხებოდეს ვაკანტური თანამდებობის პრობლემატიკას და უნდა იყოს ცნობილი ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 20🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მთავრდება კონკურსის გამოცხადებით.
2.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში.
3.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებები;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)
შესასრულებელი სამუშაო;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ვ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4.
კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
5.
განცხადებების წარდგენის ვადის გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელზედაც განიხილება კანდიდატის კონკურსში დაშვების საკითხი, ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
მუხლი 21🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1.
მოქალაქე, რომელიც გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, ვალდებულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ)
CV;
გ)
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
ე)
დოკუმენტი წელთა ნამსახურეობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);
2.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის პირველ იანვრამდე განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3.
მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.
6.
კანდიდატის კონკურსში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია განცხადებების მიღების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში.
7.
კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურსში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.
თავი III
კანდიდატთა განცხადებების მიღება და განხილვა
მუხლი 22🔗.
განცხადებების წარდგენა
1.
კანდიდატებს უფლება აქვთ კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონული ან წერილობითი ფორმით შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
2.
კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭდვით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე (თუ თავდაპირველად აიტვირთა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში, ათვლა დაიწყება ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან).
მუხლი 23🔗.
განცხადების მიღება და რეგისტრაცია
1.
განცხადებებს იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.
2.
სამდივნოს მიერ განცხადებების მიღება ხდება დილის 10 საათიდან, საღამოს 18 საათამდე. განცხადებების მიღების გასვლის ბოლო დღეს 18 საათზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა ერთიან სიაზე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს განცხადებების მიღების დახურვას. ვადის გასვლის შემდეგ განცხადებების მიღება დაუშვებელია.
მუხლი 24🔗.
განცხადებების განხილვა
1.
განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ კომისიის სამდივნო ამოწმებს მიღებული საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ გადამოწმებას და ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტს კანდიდატთა კონკურსში დაშვების ან კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს, სამდივნოს მიერ მომზადებულ პროექტებს და კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ;
მუხლი 25🔗.
განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1.
იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსში, ქვეყნდება განცხადებების მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს , რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე ეცნობება შესაბამისი მიზეზების მითითებებით.
2.
კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ კონკურსში დაშვებაზე, უფლება აქვთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში, რომელიც არაუგვიანეს 3 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და თავის წინადადებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წარდგენიდან 2 დღის ვადაში. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის ეტაპების გავლაში.
3.
თუ გამოცხადებულ თანამდებობაზე არც ერთი განცხადება არ იქნა შემოსული, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 26🔗.
წერითი დავალება
1.
კონკურსის ამ ფორმის გამოყენებისას, კონკურსანტს ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოსილების შესრულებიდან გამომდინარე ეძლევა დავალება მოამზადოს არა უმეტეს 3 გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც გადმოცემული იქნება მისი ხედვა თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. წერითი დავალების ფორმა გამოიყენება თვითმმართველობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების: გამგებელი (მერი), გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ასევე გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა კონკურსის დროს. კონკურსანტებს წერითი დავალების შესასრულებლად ეძლევათ არაუმეტეს 2 დღე. დადგენილ ვადაში წერითი დავალების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.
2.
კონკურსანტის მიერ ჩაბარებულ ნაშრომს განიხილავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. წერითი დავალების განხილვისას კომისიამ შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები. წერითი დავალების მისი წარდგენისგან (დაცვისგან) დამოუკიდებლად შეფასება არ ხდება.
3.
წერითი დავალებების განხილვის შემდეგ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ნიშნავს წერითი ნაშრომის წარდგენისა და დაცვის დღეს. თითოეულ კონკურსანტს ეძლევა არაუმეტეს 15 წუთი მომზადებული ნაშრომის პრეზენტაციისათვის. წერითი ნაშრომის დაცვისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის თანამდებობის პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებს და კომისიის მიერ მოწვეულ ექსპერტებს უფლება ეძლევათ, დაუსვან შეკითხვები და მოითხოვონ კონკურსანტისაგან წარმოდგენილი მოსაზრებების დასაბუთება. ნაშრომის პრეზენტაციისა და დაცვის შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
4.
თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას აჯამებს და ამტკიცებს კომისია. მიღებული შედეგები ქვეყნდება ყველა კონკურსანტის შედეგების დამტკიცებისთანავე.
მუხლი 27🔗.
ტესტირება
1.
ტესტირება არის კითხვა სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.
2.
კონკურსანტის ამოცანაა თითოეულ კითხვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.
3.
ტესტის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით.
4.
პასუხის ფურცელში ტესტის პასუხის გადასწორება, თითოეულ კითხვაზე ერთზე მეტი პასუხის აღნიშვნა, პასუხის არ აღნიშვნა ფასდება 0 ქულით.
5.
ტესტირება დგება დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
6.
ტესტირების გავლისათვის სავალდებულო ქულის ოდენობას გადაწყვეტილებით განსაზღვრავს საკონკურსოსაატესტაციო კომისია.
7.
კონკურსანტი, რომელიც მიიღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულზე ნაკლებ ქულას, იხსნება კონკურსიდან.
8.
ტესტირების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული „ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების წესით“.
მუხლი 28🔗.
გასაუბრება
1.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
2.
გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით“.
3.
გასაუბრების შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად კომისიის მიერ დადგენილი წესით.
თავი IV
დასკვნითი ეტაპი
მუხლი 29🔗.
კონკურსის შედეგების შეჯამება
1.
კონკურსის შედეგებს აჯამებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად.
2.
საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჯამდება კონკურს გავლილი პირების (კონკურსანტები, რომელთაც შეძლეს კონკურსის ყველა ეტაპის გავლა.) მიერ წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრებისას მიღებული ქულები. კონკურსანტთა მიერ ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კონკურსანტს,რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი ( სტაჟი მრგვალდება წლის ფარგლებში), თანაბარი სტაჟის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს განათლების უფრო მაღალი ხარისხი. თუ კანდიდატებს შორის ყველა მონაცემი თანაბარია, გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ კენჭისყრით.
მუხლი 30🔗.
კანდიდატის დასანიშნად წარდგენა
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან უარი თქვას კანდიდატის წარდგენაზე.
2.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში ეცნობება თითოეულ კანდიდატს. გამარჯვებული კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს წარუდგენს „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
კონკურსის ჩატარების საჯაროობა და გასაჩივრების წესი
მუხლი 31🔗.
კონკურსის ჩატარების საჯაროობა
1.
კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2.
დამკვირვებლის უფლების მიღების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციები კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე 2 დღით ადრე წერილობით მიმართავენ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნოს და ღებულობენ დამკვირვებლის საშვს.
3.
დამკვირვებელი ვალდებულია კონკურსის ჩატარების დარბაზში დაიკავოს მხოლოდ მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, დამკვირვებელს უფლება არ აქვს დასვას შეკითხვები, ჩაერიოს კონკურსის პროცესში, კონკურსის მიმდინარეობისას გადაადგილდეს, რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი კმაყოფილება ან უკმაყოფილება და ხელი შეუშალოს კონკურსის მიმდინარეობას, დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დამკვირვებელს დაატოვებინოს დარბაზი.
მუხლი 32🔗.
საკონკურსო დოკუმენტების გამოყენების წესი
1.
კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე განთავსებით, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე.
2.
თუ კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მხოლოდ ამ დოკუმენტის სათაური, მოკლე აღწერილობა და მითითება, თუ სად შეიძლება დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
მუხლი 33🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1.
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილერბის მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის შემდგომ ეტაპების გავლაში.
2.
კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;