საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის დასაქმებულთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 040030000.48.065.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,329 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის დასაქმებულთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №01 2013 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დასაქმებულთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დასაქმებულთა კონკურსის ჩატარების წესი.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარეირაკლი ღვალაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დასაქმებულთა კონკურსის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო  1. ეს წესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის (შემდეგში – საქპატენტი) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის წესს.  2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე, გაითვალისწინოს საქპატენტის დეპარტამენტების უფროსების წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი დადგენილ პროცედურებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მუხლი 2🔗. კონკურსის ჩატარების პრინციპები საქპატენტში კონკურსი ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციუ-ლობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. თავი II საკონკურსო კომისია მუხლი 3🔗. მიზნები და ამოცანები 1. ამ წესის მიზნებისთვის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კომისიის ამოცანებია კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და 3 წევრი, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას და ცვლის მას მისი არყოფნის შემთხვევაში. კომისიის წევრებსა და მოადგილეს, ყოველი კონკურსის გამოცხადების წინ,  ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს საქპატენტის თავმჯდომარის წარდგინებით   ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქპატენტის შესაბამისი დეპარტამენტების უფროსები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე), ასევე სხვა თანამშრომლები სპეცალიზაციის მიხედვით . მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მუხლი 6🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის მიმდინარეობისას, შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი. მუხლი 7🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრვლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. თავი III კონკურსი მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საქპატენტის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი, მის დეპარტამენტში არსებული ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია მიმართოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს კონკურსის ჩატარების  შესახებ განცხადებით. 2. კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქპატენტი აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით www.hr.gov.ge. 3. შეტყობინება კონკურსის შესახებ ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შეიძლება განთავსებულ იქნეს ასევე საქპატენტის  ვებგვერდზე www.sakpatenti.org.ge. 4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები); გ) შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; ვ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას. 5. კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 6. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს საქპატენტი. მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი. 2. კანდიდატებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისათვის ეძლევათ 10-დღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან. 3. კანდიდატმა, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად,  დამატებით უნდა წარმოაგინოს: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; ბ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მუხლი 10🔗. კანდიდატები, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. 2. კანდიდატები კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან ავტობიოგრაფიასა (CV) და სამოტივაციო წერილს. მუხლი 11🔗. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ საქართველოს  კანონმდებლობით  წაყენებულ  მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქპატენტის ბრძანებით. 3. ნებისმიერ დასაქმებულს, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე. თავი IV კონკურსის ჩატარების პროცედურა მუხლი 12🔗. კონკურსის ეტაპები 1. საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, იმ დეპარტამენტის  საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომელთან ერთად, სადაც გამოცხადებულია კონკურსი, გამოგზავნილი განაცხადებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში ამზადებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას ადმინისტრაციული დეპარტამენტი უგზავნის კომისიას. 2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია ყოველი მორიგი კონკურსის გამოცხადებამდე. გასაუბრების ან/და ტესტირების ჩატარებამდე, კანდიდატების მიერ წარდგენილი ავტობიოგრაფია (CV) და სხვა დოკუმენტები გადაირჩევა მასში მოცემული ინფორმაციის დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. 3. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა კონკურსის გამოცხადების დღიდან. მუხლი 13🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, პროფესიულ, ინტელექტის და ასევე პიროვნული მახასიათებლების ტესტს. 2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის წინადადებით საქპატენტის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი). 3. ტესტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა უფლებამოსილი პირებისა. მუხლი 14🔗. გასაუბრება (ინტერვიუ) 1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა იხელმძღვანელოს იმ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომელ  სფეროშიც გამოცხადებულია ვაკანსია. გარდა ამისა, მხედველობაში მიიღება კანდიდატის ზოგადი განათლება და მისი პროფესიული, თუ პიროვნული უნარ-ჩვევები. 2. კომისიის წევრი უფლებამოსილია თავად შეარჩიოს კითხვების დასმის რიგითობა და შინაარსი. 3. შესაძლებელია კითხვები თითოეული კანდიტასათვის იყოს ინტერპრეტირებული ინდივიდუალურად, კანდიდატის  მიერ წინა კითხვაზე გაცემული პასუხიდან გამომდინარე.          მუხლი 15🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია კანდიდატების გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობას. 2. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 3. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 4. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მუხლი 16🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.