ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №22
2013 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 142 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში-დებულება).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულება
თავი 1
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს დებულება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში-წარმომადგენლობის) სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
მუხლი2.
1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მეშვეობით.
4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ბანკში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება წარმომადგენლობის ბლანკზე.
8. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, თამარაშვილის 15/ა.
მუხლი 3🔗.
1. წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირებზე.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმომადგენლობა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
თავი 2
წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 4🔗.
წარმომადგენლობა:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის აჟარის მუნიციპალიტეტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას.
ბ) შეიმუშავებს და აფხაზეთის მთავრობას განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით სტრატეგიული კურსისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. ამ მიზნით შეიმუშავებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობას;
გ) შეიმუშავებს და წარმართავს წარმომადგენლობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს;
ე) შეადგენს და ასრულებს წარმომადგენლობის ბიუჯეტს, ასევე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მიზნობრივ პროგრამებს, აღრიცხავს, ფლობს, სარგებლობს და განკარგავს წარმომადგენლობის საკუთრებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზემო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის აქტებით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტას.
მუხლი 5🔗.
თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, წარმომადგენლობის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
ბ) დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან დამატებითი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სხვა მასალების გამოთხოვა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი პერიოდული განახლება;
დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ე) აფხაზეთის მთავრობის და მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებებისა და დავალებათა შესასრულებლად ქმნის დროებით კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს; ამტკიცებს მათ სამუშაო დებულებებს და შემადგენლობებს.
თავი 3.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗.
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის წინაშე.
მუხლი 7🔗.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის და აფხაზეთის მთავრობის აქტების შესასრულებლად გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას ან განკარგულებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;
ზ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.
მუხლი 8🔗.
1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.
3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 9🔗.
1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს.
3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისთვის;
ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ამზადებს წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ და შუამდგომლობს შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი 4
წარმომადგენლობის სტრუქტურა
მუხლი 10🔗 .
წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით ასევე, სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.
მუხლი 11🔗.
წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) წარმომადგენლობის აპარატი;
ბ) წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახური;
მუხლი 12🔗.
1. წარმომადგენლობის აპარატი უზრუნველყოფს:
ა) წარმომადგენლობის საიმფორმაციო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) წარმომადგენლობის მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლის განხორციელებას;
გ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:
გ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
გ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან;
დ) ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის დანაყოფებში მათ გადაგზავნას, შესაბამისი ოქმების წარმოებასა და მათ შენახვას;
ე) წარმომადგენლობის მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან-ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებასა და მის პერიოდულ განახლებას.
ზ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის შედგენას, საფინანსო და ბუღალტრულ ანგარიშსწორებებს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ზ.ა.) წარმომადგენლობის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვის სისტემის ფორმირებას;
ზ.ბ.) შესაბამის ზემდგომ და მაკონტროლებელ ორგანოებში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დროულ წარდგენას.
2. წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების შესწავლას;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას;
გ) სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ხარჯების პროექტების დადგენას, სოციალური მიმართულების სხვა საკითხების განხორციელებას;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ფარგლებში წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას.
თავი 5
დასკვნითი დებულებები
მუხლი13.
წარმომადგენლობის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი14.
წარმომადგენლობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.