საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 29.04.2013
ძალაში შესვლა 01.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №188/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2013
matsne.gov.ge 565 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2013 მიღება
01.10.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით                             ხელმოწერილია ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობის სახელით                          ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ურუგვაის აღმოსავლური  რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი, გამოთქვამენ  რა  სურვილს,  ხელი  შეუწყონ  თავიანთი  სახელმწიფოს  მოქალაქეთა  შესვლას  მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში. მუხლი 2🔗 1. თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ,   პირველადი შესვლისათვის არ საჭიროებენ ვიზას. 2. ამ მუხლის პირველი   პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს. 3.  ამ მუხლში მითითებული პირები ვალდებულნი არიან გაიარონ  შესაბამისი  აკრედიტაცია შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები,  რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მუხლი 4🔗 1. ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას. 2. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, უარი უთხრან  შესვლაზე ან აღკვეთონ მათ   სახელმწიფოს   ტერიტორიაზე   იმ   მოქალაქეების   ყოფნა,   რომლებსაც   ისინი   მიუღებლად მიიჩნევენ. მუხლი 5🔗 1. თითოეულ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად  ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება. 2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 6🔗 მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ ნიმუშებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 60 (სამოცი) დღით ადრე. 3.  მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და ყოფნას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს მოქალაქეების მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, გასვლისა და ყოფნის პირობებს. მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 დღის შემდეგ. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს ბოლო შეტყობინებას შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. შესრულებულია 2013 წლის  29 აპრილს, ქ. მონტევიდეოში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ, და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად  ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების  დებულებათა განსხვავებული  განმარტების  შემთხვევაში,   უპირატესობა  ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით                             ხელმოწერილია ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობის სახელით                          ხელმოწერილია