შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 11.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №928
სარეგისტრაციო კოდი 010220020.08.002.016899
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 201 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2013 მიღება
11.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
ალექსანდრე ელისაშვილი -
ლია მუხაშავრია -
თამარ ხიდაშელი -
ეკა გიგაური -
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი -
ზვიად ქორიძე -
თეა გოგოტიშვილი -
კონსტანტინე ჯანდიერი -
უჩა ნანუაშვილი -
გივი შაჰნაზარი -
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) -
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №928 2013 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: 1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ელისაშვილი - ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი თამარ ხიდაშელი - იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი გივი შაჰნაზარი - მწერალი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი. 2. კომისიის შემადგენლობაში მუდმივი წევრის სტატუსით შეყვანილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველი. 3. კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 5. კომისიის თავმჯდომარეს აქვს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის N212 ბრძანებულება. 7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი