იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №403
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (დანართი № 1) და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება (დანართი № 2).
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მისი საქმიანობის რეგულირების მიზნით ერთი თვის ვადაში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი №1
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ
2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების
სამოქმედო გეგმა
1. შესავალი
1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით `იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. სახელმწიფო სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად წარმოშობილი დევნილები მოაქცია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. გარდა აღნიშნული დოკუმენტებისა, სამოქმედო გეგმა ასევე ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად, ასევე, ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს.
1.2. დამტკიცების შემდგომ, სამოქმედო გეგმა ყოველკვარტალურად გადაიხედება და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდება დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებების პროექტი, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
1.3. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მოცემული მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას საერთო კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.
1.4. ზემოთ აღნიშნულიMმიზნის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. კონცეფცია ეფუძნება სახელმწიფო სტრატეგიის დამატებას და განხორციელდება სამ ეტაპად.
1.5. სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დიალოგს დევნილებთან და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა სრულ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში და მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
1.6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ყოვლისმომცველ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
1.7. სამოქმედო გეგმის მიღებიდან სამი თვის ვადაში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, დამტკიცებული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, შეიმუშავებს დეტალურ სამუშაო გეგმას (2009 წლისთვის), რომელიც წარდგენილი და დამტკიცებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
2. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა
2.1. პირველი ეტაპი
2.1.1. რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის საქმიანობის დამოუკიდებელი მიმართულებები, რომელთა კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) საკუთრებაში გადაცემას.
პირველ ეტაპზე არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები;
ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეებისაგან და შესთავაზებს დევნილებს.
დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი საცხოვრებელი და აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების უფლება – იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას 2.1.9. პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე.
2.1.2. კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამოქმედო გეგმის მიღებიდან ორი თვის ვადაში გეგმავს კოლექტიური ცენტრების სიის დადგენას (რომლებიც სამიზნეს წარმოადგენენ 2009 წლისათვის), სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ობიექტის რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემაა დაგეგმილი. ის ასევე დაადგენს კოლექტიური ცენტრების იდენტიფიცირების პროცესში გამოყენებულ კრიტერიუმებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ იგი გახდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისა და დევნილთათვის. ამ დოკუმენტმა შესაძლებლობა უნდა მისცეს დევნილებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, დაელოდონ თუ არა რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას და შემდეგ მოახდინონ ფართობის საკუთრებაში მიღება, თუ მოახდინონ პრივატიზება დაუყოვნებლივ, ვინაიდან, ადგილი არ ექნება მათ მიერ დაკავებული კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას. საპრივატიზაციო შეთავაზების მიღება შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებიდან 6 თვის ვადაში. დევნილებს წერილობით ეცნობებათ მათი კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.
2.1.3. ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება;
ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით;
გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა;
დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება;
ე) დევნილთა სურვილის დაფიქსირება, საკუთრებაში გადაეცეთ დაკავებული ფართობი, და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების დადება დევნილსა და სახელმწიფოს შორის;
ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ შეთანხმების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას, და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.1.4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვისა და რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №41 განკარგულების შესაბამისად.
2.1.5. რეაბილიტაციის პროცესს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში წარმართავს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და კოორდინაციას უწევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. რეაბილიტაცია მოიცავს შენობების გადახურვას, სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია – გაზმომარაგებით უზრუნველყოფას.
2.1.6. რეაბილიტაციის ნათელი სტანდარტებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესი, მინიმალური კრიტერიუმების ჩათვლით, უნდა დასრულდეს 2009 წლის მაისში, რომელიც დამტკიცდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. დეტალური სტანდარტების შექმნაზე მუშაობისას მხედველობაში იქნება მიღებული სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყენებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართობის სიდიდე საშუალოდ შეადგენს 40 კვადრატულ მეტრს საშუალო ოჯახზე (3-4 ადამიანი). როგორც წესი, ყოველ ოჯახს ექნება საკუთარი სანიტარიული კვანძი, ხოლო იმ შემთხვევაში, სადაც ფართობი არ იძლევა სტანდარტის დაკმაყოფილების საშუალებას, სავარაუდოდ, ორ ან მეტ ოჯახს ექნება საერთო სველი წერტილი.
2.1.7. გადაწყვეტილებები რეაბილიტაციის პროცესის თაობაზე მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, და სადაც შესაძლებელია, დაინტერესებული დევნილების მონაწილეობით. ამასთან, დაცული იქნება გენდერული თანასწორობა.
2.1.8. თანხები ძირითადად აკუმულირებულ იქნება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს სათანადო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს. პირველადი შეფასებით, 2009 წელს დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ დაახლოებით 400 კოლექტიური ცენტრი, რომლებიც 50,000-ზე მეტ დევნილს დააკმაყოფილებს. 2010-2011 წლებში მოხდება დამატებითი კოლექტიური ცენტრების იდენტიფიცირება დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ის კოლექტიური ცენტრები, რომლებიც არ იქნება არც პრივატიზებული და არც რეაბილიტირებული, დაიხურება მას შემდეგ, რაც დევნილებს შეეთავაზებათ ალტერნატივები, რომლებსაც ისინი მიიღებენ (პრიორიტეტი მიენიჭებათ განსაკუთრებით დაუცველ დევნილებს).
2.1.9. დამატებით, დევნილთა საჭიროებაზე მორგებული განსახლების პროექტები შემუშავებული და განხორციელებული იქნება თითოეული ეტაპის განმავლობაში. დევნილთა საცხოვრებელი საჭიროებები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მათთვის შეთავაზებული ვარიანტებიდან მათ მიერ ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში.
2.1.9.1. ამგვარი ალტერნატივები მოიცავს კერძო ინვესტორების მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების პრივატიზებას, რომლებიც დევნილებს შესთავაზებენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართობებს კერძო საკუთრებაში ან ფულადი დახმარების გაწევას საცხოვრებლის შესაძენად. ამ შემთხვევაში პროცესი განხორციელდება `იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონის სრული დაცვით და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სრული ჩართულობით, რათა დევნილები დაცული იყვნენ უკანონო გამოსახლებისაგან და უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ ადეკვატური კომპენსაციის მიღება მომავალი კერძო მესაკუთრისაგან.
2.1.9.2. `იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულება ითვალისწინებს იმ დევნილების გამოვლენას, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველი არიან და აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. მათთვის შემუშავებული და შეთავაზებული იქნება საჭიროებებზე მორგებული განსახლების პროგრამები სოციალური ზრუნვის კომპონენტით.
2.1.10. კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ნაწილი, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) შესყიდული იქნება სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში.
2.1.11. საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემა საშუალებას აძლევს დევნილებს ჩამოაყალიბონ ამხანაგობები (სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა), რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში: სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ.
2.1.12. ასევე განხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული სპეციალური გამოკვლევა კერძოდ ჩასახლებულ დევნილებთან მიმართებაში. გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდება კერძოდ ჩასახლებული დევნილების მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საჭიროებებზე მორგებული განსახლების პროექტების განხორციელებას. დღეისათვის მწირი ინფორმაცია და სტატისტიკა არსებობს დევნილთა ამ კატეგორიის შესახებ. გამოკვლევა ხელს შეუწყობს დაგეგმარებასა და ბიუჯეტის გაანგარიშებას.
2.1.13. გამოკვლევის სამუშაოს აღწერილობა, მისი მოცულობა და მეთოდოლოგია შემუშავდება ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის კონსულტაციების შედეგად და დამტკიცდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
2.2. მეორე ეტაპი
2.2.1. მეორე ეტაპი მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება 2010 წლიდან. ამ პროექტების უკეთესი დაგეგმარების მიზნით საჭიროა დამატებითი ფინანსური სახსრების აკუმულირება და სათანადო საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც დაეფუძნება სპეციალური გამოკვლევის შედეგებს.
2.2.2. მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იმ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებიც უარს იტყვიან კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში არსებული ფართობების საკუთრებაში მიღებაზე;
ბ) იმ დევნილების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. კერძო სექტორში;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების იდენტიფიცირება და რეაბილიტაცია;
დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ და შესაბამისად ინტეგრირებული არიან;
ე) ახალი საცხოვრებლების მშენებლობა არ განხორციელდება ქ.თბილისში.
2.2.3. იდენტიფიცირება მოხდება იმ დევნილი ოჯახების, რომლებსაც არ სურთ საცხოვრებელი ფართობის მიღება, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი აქვთ თავად შეიძინონ საცხოვრებელი ფართობი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება გარკვეული ფინანსური დახმარების გაწევა საცხოვრებელი ფართობის შეთავაზების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევებში, ფულადი თანხა ნაკლები იქნება მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე. ფულადი დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი განხორციელება დაიწყება მესამე ეტაპზე.
2.3. მესამე ეტაპი
2.3.1. მესამე ეტაპი მოიცავს 2010-2011 წლებს. ამ ეტაპზე განხორციელდება იმ დევნილთათვის დახმარების გაწევა, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას.
2.3.2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას (მაგ. გააჩნიათ საკუთრება), გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება; განისაზღვრება ფულადი დახმარების ოდენობა.
2.3.3. მას შემდეგ, რაც განხორციელდება დევნილთა ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებები, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. არა სოციალური ხასიათის, არამედ დევნილის სტატუსზე დამყარებული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის.
3. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები
3.1. 2008 წლის დეკემბერში განახლებული სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილების სოციალურ ინტეგრაციას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას, სახელმწიფო დახმარების საჭიროებებზე მიმართვას, დაუცველი დევნილების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებში ჩაბმას. როგორც საჭიროებათა ერთობლივმა და გლობალურმა ანალიზმა აჩვენა, სოციალური ინტეგრაციისა და თვითკმარობის შესაძლებლობების შექმნის ღონისძიებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, და მხოლოდ მრავალსექტორიანი სტრატეგიული რეაგირებითაა შესაძლებელი ამ პრობლემების ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა.
3.2. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ელემენტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მიზნობრივი სოციალური დახმარება, განათლება. მოძიებული იქნება მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, რათა ხელი შეეწყოს ისეთი პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, რომლებიც მიზანმიმართული იქნება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.
3.3. დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელთა შედეგად გაიზრდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრები დევნილების დასაქმების დონე ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია გაიზარდოს დევნილთა თვითკმარობის დონე.
4. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა
4.1. განკარგულებას თანდართულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასებაში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები და დამატებითი რესურსების მობილიზების საჭიროება.
4.2. გადაწყვეტილება განსახლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, დევნილთა მიერ არის მისაღები, რაც შეუძლებელს ხდის სამოქმედო გეგმის წინასწარ ფინანსურ გათვლებს. დანართის მიზანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის ფულადი სახსრების წინასწარი მობილიზება, ხოლო უფრო დეტალური მონაცემები მზად იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს.
4.3. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მთავრობის აქტიურ თანამშრომლობას. საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას ადგილი უნდა ჰქონდეს თითოეულ ეტაპზე.
5. მართვა და კოორდინაცია
5.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროკომისია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი, ასევე არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო). სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად. სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტ ჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილი ისეთი სპეციფიკური დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ. სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი საკითხები და სხვ.). სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს მიღებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში და იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.
5.2. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობისათვის. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში.
დანართი №2
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება
| 2. მიზანი: დევნილი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი სოციალური ინტეგრაცია | |||||
| 2.1. ამოცანა: დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მათი ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების პროგრამებით უზრუნველყოფის გზით | |||||
| საფუძველი/ გამოწვევები/ პრობლემის გადაჭრის კონცეფცია | სამოქმედო მიმართულება
| ღონისძიება
| Eმოსალოდნელი შედეგი
| ვადა | საერთო საჭიროებები (მლნ ლარი)
|
| სამოქმედო გეგმა მიმართულია ყველა დევნილზე (როგორც კერძოდ ჩასახლებულებზე, ისე კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებლებზე) და ეფუძნება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას (საქართველოს მთავრობის განკარგულება №47, 02.02.07) და მის დამატებას (საქართველოს მთავრობის განკარგულება №854, 04.12.08). დევნილები, რომელთა 45% ცხოვრობს 1600-მდე კომპაქტური ჩასახლების ობიექტში, იმყოფებიან მიუღებელ საცხოვრებელ პირობებში. უმეტეს შემთხვევაში დევნილებს არ შეუძლიათ დატოვონ კომპაქტური ჩასახლების ობიექტები და დამოკიდებული არიან სახელმწიფო დახმარებაზე. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა დევნილთა განსახლების გრძელვადიანი გადაწყვეტა, დევნილთა თვითკმარობის გაზრდა, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების აღმოფხვრა, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული დევნილების, ერთიან სოციალურ პროგრამაში მოქცევა (დევნილი ოჯახების საერთო რაოდენობა 80 000-მდეა)
| 2.1.1. საერთო მოსამზადებელი ღონისძიებები
| 2.1.1.1. განხორციელდეს 1989-1993 წლებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილი ოჯახების შესწავლა (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის განკარგულება №4). Eამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელდეს კოლექტიურ ცენტრებში რეალურად მცხოვრები და კერძოდ მცხოვრები დევნილების იდენტიფიცირება. კერძო საცხოვრებლებში მცხოვრები დევნილების აღწერის მეთოდოლოგია, სამუშაოს აღწერილობა, ორგანიზება და მუშაობის განრიგი შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
| ხელმისაწვდომია და დაგეგმვისათვის გამოიყენება იმ დევნილი ოჯახების საერთო გაანგარიშება, რომლებიც ისარგებლებენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული განსახლების ღონისძიებებით. კომპაქტურ ცენტრებში რეალურად მცხოვრები დევნილები რეგისტრირებული არიან და მათ შეეთავაზებათ განსახლების ალტერნატიული ღონისძიებები.
ასევე, წარმოებს კერძოდ ჩასახლებულ დევნილთა აღწერა და გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით მათი საჭიროებების ანალიზი. სამომავლოდ დაგეგმვის კორექტირების მიზნით ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები დევნილთათვის უპირატესი განსახლების პროგრამების შესახებ.
|
2009 წ.
|
|
| აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ეტაპობრივ დახურვას და სხვადასხვა განსახლების ღონისძიებების განხორციელებას. დევნილთა განსახლების პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად.
|
| 2.1.1.2. დაზუსტდეს იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებმაც მიიღეს ფულადი დახმარება საცხოვრებლის შესაძენად. წინასწარი შეფასებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა არის 4, 000.
| შეგროვდება მონაცემები იმ დევნილებზე, რომელთაც ფულადი კომპენსაცია მიიღეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დუბლირება განსახლების სხვა პროექტებთან მიმართებაში.
|
2009 წ.
|
|
| პირველ ეტაპზე დადგინდება ის დევნილი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში ან არაორგანიზებულად. ასევე შეირჩევა ის კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომელთა პრივატიზაცია დევნილთა მიერ მიზანშეწონილია. ასეთი ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობისა და ძირითადი საცხოვრებელი პირობების შექმნის მოთხოვნებს. პირველ ეტაპზე ასევე განხორციელდება პრივატიზებისათვის გამოყოფილი ობიექტების რეაბილიტაცია და დევნილთათვის მათი საკუთრებაში გადაცემა. კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ნაწილი, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა გონივრულ ფასად შესყიდულ იქნეს სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცეთ საკუთრებაში.
|
| 2.1.1.3. განხორციელდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების კატეგორიზაცია და იმ ობიექტების შერჩევა, რომელთა პრივატიზაცია დევნილთა მიერ მიზანშეწონილია. ასეთი ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობისა და ძირითადი საცხოვრებელი პირობების შექმნის შესაძლებლობის მოთხოვნებს გონივრულ ფინანსურ ფარგლებში (ინვესტტირების მოცულობა არ აღემატება 16,000 ლარს საცხოვრებელ ერთეულზე). წინასწარი შეფასებით, ასეთი კომპაქტური ჩასახლების ობიექტების საერთო რაოდენობაა 400, რაც მოიცავს დაახლოებით 20,000 დევნილ ოჯახს.
| შერჩეულია კომპაქტური ჩასახლების ის ობიექტები, რომლებიც პრივატიზების გზით გადაეცემათ დევნილებს
|
2009 წ.
|
|
| მეორე ეტაპზე განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობების მოძიება და რეაბილიტაცია. დასავლეთ საქართველოში და სხვა რეგიონების ქალაქებში (ქ. თბილისის გარდა). დაბალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებიც აშენდება და გადაეცემა დევნილებს საკუთრებაში.
|
| 2.1.1.4 იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, გამოდგება საცხოვრებლად და მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება გონივრულ ფასად მისი შესყიდვა და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა. გონივრული ფასი არ უნდა აღემატებოდეს შეთავაზებული გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივის ღირებულებას.
| შერჩეულია კერძო საკუთრებაში არსებული ის კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომელთა შესყიდვა მიზანშეწონილია. შერჩეული ობიექტები შესყიდულია სახელმწიფოს მიერ.
|
2009 წ.
|
|
| მესამე ეტაპზე
დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ისურვებენ საცხოვრებელი ფართობის მიღებას, ვინაიდან მათ სათანადო შემოსავალი და სურვილი გააჩნიათ თავად შეიძინონ საცხოვრებელი ფართობი, გაეწევათ დახმარება საცხოვრებელი ფართობის შეთავაზების ნაცვლად. ფულადი თანხა ნაკლები იქნება მშენებლობისათვის საჭირო თანხაზე. მესამე ეტაპზე ასევე განხორციელდება დახმარების გაწევა იმ დევნილთათვის, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას (მაგ. გააჩნიათ საკუთრება). მათ გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. ამავე ეტაპზე განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებული დევნილების ინტეგრაცია სოციალურ პროგრამებში. დახმარების მიწოდება მოხდება საჭიროებებიდან და არა სტატუსიდან გამომდინარე. დევნილთა სტატუსი გაიმიჯნება სოციალური დახმარებისაგან. |
| 2.1.1.5 თავისუფალი მიწების მოძიება, სადაც განხორციელდება ინდივიდუალური სახლებისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალი მიწების მოძიება.
| მოძიებულია თავისუფალი მიწები მშენებლობისათვის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის
|
2009 წ.
|
|
|
| 2.1.1.6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების მოძიება, რომელთა საცხოვრებლად მოწყობა და დევნილებისათვის შეთავაზება, როგორც განსახლების ალტერნატიული საშუალებების, შესაძლებელია.
| მოძიებულია შენობები, რომლებიც გადაკეთდება საცხოვრებელ ბინებად
|
2009 წ.
|
| |
|
| 2.1.1.7. მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე კოლექტიური ცენტრები იდენტიფიცირებულია და ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად შეთავაზებულია კერძო ინვესტორებისათვის შესასყიდად. `იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად კერძო ინვესტორები ვალდებული არიან დევნილებს შესთავაზონ ფულადი კომპენსაცია. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულებას იღებს ჩაებას მოლაპარაკებებში ინვესტტორებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დევნილებისათვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და მათი დაცვა თვითნებური და დაუსაბუთებელი გამოსახლებისაგან. წინასწარი შეფასებით, ასეთი ობიექტების რაოდენობაა 20, საშუალოდ 1,000 დევნილი ოჯახით.
| კომპაქტური ჩასახლების ობიექტები გაყიდულია. 1,000 დევნილმა ოჯახმა მიიღო ფულადი კომპენსაცია კოლექტიური ცენტრების დატოვებისათვის და გააჩნია რესურსი საკუთარი ბინის ან სახლის შესაძენად.
|
2009-2010 წ.წ.
|
| |
|
| 2.1.1.8 იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა მიმართ გამჭვირვალობა და მათი მაქსიმალურად ინფორმირებულობა იმ კოლექტიური ცენტრების მომავალთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, შემუშავდება კოლექტიური ცენტრების ერთგვარი ნუსხა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ცენტრები, რომლებიც დევნილთა საკუთრებაში გადავა; ცენტრები, რომლებიც შესყიდული იქნება კერძო ინვესტორების მიერ; ცენტრები, რომლებიც რეაბილიტირებული იქნება და ცენტრები, რომლებიც არ ჩაითვლება საცხოვრებლად ვარგისად შენობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.
| დევნილები ინფორმირებული არიან იმ კოლექტიური ცენტრების მომავალთან დაკავშირებით, სადაც ისინი ცხოვრობენ, და აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი საცხოვრებლის შერჩევაში
|
2009-2010 წ.წ.
|
| |
| 2.1.2. მიზანშეწონილობის მიხედვით დევნილთა მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ნებაყოფლობითი პრივატიზაციის მხარდაჭერა მათთვის ხელმისაწვდომ პირობებში. დევნილების მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების პრივატიზება განხორციელდება ინდივიდუალური მიდგომით. კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია იწარმოებს რეაბილიტაციის სტანდარტების დაცვით, რომლებიც სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილი გახდება. ამგვარი გზით შესაძლებელი გახდება დევნილთა ღირსეული და მდგრადი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
| 2.1.2.1. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, დევნილებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მოიძიებენ ობიექტებს, სადაც შესაძლებელი იქნება დევნილების გადაყვანა სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში
| კომპაქტური ჩასახლების ობიექტები გამოთავისუფლებულია რემონტისათვის
|
2009-2010 წ.წ.
|
| |
|
| 2.1.2.2. დადგინდეს ის კოლექტიური ცენტრები, რომელთა საცხოვრებლად გადაკეთება შესაძლებელია რეაბილიტაციის სტანდარტების დაცვით და არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში. რეაბილიტაციის სტანდარტებისა და კრიტერიუმების შემუშავებამდე და დამტკიცებამდე სარემონტო სამუშაოები მოიცავს მინიმუმ სახურავის, კარ-ფანჯრების, გადატიხვრების, ინდივიდუალური სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობას. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, რეაბილიტაციის სტანდარტები სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილი გახდება.
| მომზადებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა
|
2009 წ.
|
| |
|
| 2.1.2.3. დევნილების საკუთრებაში გადასაცემი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის დასრულება და დევნილებისათვის გადაცემა. ასეთი 400 კოლექტიური ცენტრია 50,000 დევნილით (სარეაბილიტაციო თანხა 16,000 ლარი 20,000 ოჯახზე) | 20,000 დევნილი ოჯახი ცხოვრობს საკუთარ ბინაში
|
2009-2010 წ.წ.
|
320 | |
|
| 2.1.2.4. სახელმწიფოს მიერ იურიდიული ან ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრების გონივრულ ფასად გამოსყიდვა. კოლექტიური ცენტრები გარდაიქმნება საცხოვრებელ კორპუსებად. ისინი გადავლენ იქ მაცხოვრებელი დევნილების საკუთრებაში. წინასწარი შეფასებით ასეთი ობიექტების საერთო რაოდენობაა 30, სადაც განსახლდება 1,500 დევნილი ოჯახი (ოჯახზე საშუალოდ 20,000 ლარის გაანგარიშებით).
| 1,500 დევნილი ოჯახი ცხოვრობს საკუთარ ბინაში
|
2009-2010 წ.წ.
|
30 | |
|
| 2.1.2.5. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია. საცხოვრებელი ფართობების პრივატიზების განხორციელება პირდაპირი მიყიდვის წესით.
| საცხოვრებელი ბინები და სახლები გადაცემულია 20,000 დევნილი ოჯახის კერძო საკუთრებაში
|
2009-2010 წ.წ.
|
0,35 | |
|
| 2.1.2.6. ენერგო, წყალკანალისა და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიების მიერ განხორციელდება საცხოვრებელ ბინებში კომუნიკაციების შეყვანა, მიერთება და ინდივიდუალური მრიცხველებით აღჭურვა.
| დევნილები უზრუნველყოფილი არიან ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდებით
|
2009-2011 წ.წ.
|
| |
| 2.1.3. ალტერნატიული გრძელვადიანი განსახლების გზების შეთავაზება შემდეგნაირად:L ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობით; საქართველოს რეგიონებში არსებული სახლებისა და ბინების შესყიდვით და მათი იმ დევნილებისათვის შეთავაზებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ალტერნატიული განსახლების გზები შეეთავაზებათ იმ დევნილებსაც, რომელთაც უარი განაცხადეს პრივატიზებაზე და ასევე იმათ, ვინც კერძოდ ცხოვრობენ. | 2.1.3.1. განსახლების ალტერნატიული პროგრამების ბენეფიციართა იდენტიფიცირება მოხდება მკაფიო და ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე (კრიტერიუმები შემუშავებული იქნება საპილოტე პროექტების საფუძველზე და დევნილთა აქტიური მონაწილეობით). აღნიშნული შემუშავებული და დამტკიცებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. კრიტერიუმები ასევე ცნობილი იქნება დევნილებისათვის.
| ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები მიღებულია და დევნილები მის შესახებ ინფორმირებული არიან
|
2009-2010 წ.წ.
|
| |
|
| 2.1.3.2. 1,000 დევნილი ოჯახისათვის არსებული ბინებისა და ინდივიდუალური სახლების შეძენა და საკუთრებაში გადაცემა (ოჯახზე 16,000 ლარის გაანგარიშებით).
| 1,000 ოჯახი ფლობს საცხოვრებელ ფართს
|
|
16 | |
|
| 2.1.3.3. როგორც განსახლების ალტერნატიული ღონისძიება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებიც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს კოლექტიურ ცენტრებს, გარემონტდება და შეეთავაზება, როგორც საკუთრება, იმ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც დევნილთა მხრიდან პრივატეზებას არ ექვემდებარება, და კერძოდ ჩასახლებულ დევნილებს. წინასწარი შეფასებით, შესაძლებელი იქნება 5,000 ოჯახის განსახლება 100 შენობაში, ოჯახზე 16,000 ლარის გათვალისწინებით.
| სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 შენობა გარემონტებულია და ალტერნატიული საცხოვრებლის სახით შეთავაზებულია 5,000 დევნილი ოჯახისათვის
|
|
80 | |
|
| 2.1.3.4. საქართველოს ქალაქებსა (გორი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) და რეგიონებში 27,000 დევნილი ოჯახისათვის დაბალსართულიანი (2-5 სართული, ოჯახზე 25,000 ლარის გაანგარიშებით) საცხოვრებელი კორპუსების აშენება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ რეგიონნებს, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ და შესაბამისად ინტეგრირებული არიან.
| 27,000 დევნილ ოჯახს გაჩნია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში
|
2010-2012 წ.წ.
|
675 | |
|
| 2.1.3.5. საქართველოს დასავლეთ და სხვა რეგიონნებში 2,500 დევნილი ოჯახისათვის (ოჯახზე 30,000 ლარის გაანგარიშებით) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აშენება, რომლებიც მათ გადაეცემათ კერძო საკუთრებაში. დევნილ ოჯახზე ასევე გამოყოფილ იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. | 2,500 დევნილ ოჯახს გაჩნია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
|
2010-2012 წ.წ.
|
75 | |
|
| 2.1.3.6. იმ დევნილ ოჯახებს (დაახლოებით 13,000 ოჯახი), რომელთაც გააჩნით შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი, და ესაჭიროებათ ნაწილობრივი ფინანსური დახმარება, შესაძლოა გადაეცეთ თანხა (მაქსიმუმ 16,000 ლარი), როგორც ალტერნატიული განსახლების ზომა. | 13,000 დევნილ ოჯახს გაეწია დახმარება საცხოვრებლის შესაძენად
|
2011-2012 წ.წ.
|
208 | |
|
| 2.1.3.7. დევნილ ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ საცხოვრებელი საკუთრებაში, დახმარების სახით (ბინების კეთილმოწყობისათვის, ან საბანკო სესხების გადასახდელად) გადაეცემათ ფულადი თანხა (ოჯახზე 10,000 ლარზე ნაკლები თანხის გაანგარიშებით). წინასწარი შეფასებით, ასეთი ოჯახების რაოდენობაა დაახლოებით 5,000 ოჯახი.
| 5,000 დევნილმა ოჯახმა მიიღო ერთჯერადი ფულადი დახმარება
|
2011 წ. |
50 | |
|
| 2.1.3.8. შემუშავებულია საჭიროებებზე მორგებული და ხელმისაწვდომი განსახლების პროგრამები ყველაზე დაუცველი დევნილებისათვის, რომლებიც ეფუძნება მათ დაუცველობას, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. ასეთი პროექტები შეავსებს და გააძლიერებს განსახლების სხვა პროექტებს, რადგანაც პრიორიტეტის სახით გამოარჩევს და დაეხმარება ყველაზე დაუცველ დევნილებს.
| ყველაზე დაუცველი დევნილებისათვის შემუშავებულია მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები
|
2009-2012 წ.წ.
|
| |
| 2.2. ამოცანა: დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება | |||||
| 2008 წლის დეკემბერში განახლებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ ინტეგრაციას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას, სახელმწიფო დახმარების დევნილთა საჭიროებებზე მიმართვას, ყველაზე დაუცველი დევნილების ინტეგრირებას სახელმწიფოს მიზანმიმართულ სოციალურ პროგრამებში. ერთობლივმა საჭიროებათა ანალიზმა და გლობალურმა საჭიროებათა ანალიზმა გამოავლინა, რომ სოციალური ინტეგრაციისა და შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობები მჭიდრო ურთიერთკავშირშია, და მხოლოდ მრავალსექტორული სტრატეგიული მიდგომით შეიძლება მოცემული პრობლემის გრძელვადიანად გადაჭრა. | 2.2.1. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია. | 2.2.1.1. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამების დახვეწა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველაზე დაუცველი დევნილების ინტეგრირება. ამის შედეგად, დევნილები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ არა თავიანთი სტატუსიდან, არამედ დაუცველობიდან გამომდინარე.
| ყველაზე დაუცველი დევნილები ინტეგრირებული არიან სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებში
|
2009-2012 წ.წ.
|
|
|
| 2..2.1..2. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებების განსაზღვრა: ახალ ჩასახლებებში დაზიანებული/დანგრეული/ გაძარცული ან არარსებული სკოლების, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ობიექტების გარემონტება და მოყვანა სამუშაო მდგომარეობაში.
| საჭიროებები გამოვლენილია, ინფრასტრუქტურა აღდგენილია და ფუნქციონირებს
|
2009-2012 წ.წ. |
| |
|
| 2.2.1.3. საჭიროების შემთხვევაში, სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან სასკოლო ინვენტარით, სასწავლო მასალით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით, კომპიუტერული კლასებით, ა. შ. `დევნილთა სკოლების~ პრინციპი უნდა აღმოიფხვრას; დევნილი ბავშვები სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებული საჯარო განათლების სისტემაში. დევნილ ბავშვებს მიეწოდებათ საჭირო ლიტერატურა და ტანსაცმელი, რათა არ შეფერხდეს მათი სასკოლო პროცესში მონაწილეობა. დევნილ ახალგაზრდობას ხელი მიუწვდება სესხებზე უმაღლესი განათლების მისაღებად.
| ყველა დევნილი ბავშვი ინტეგრირებულია საკუთარი საცხოვრებლის მახლობლად მდებარე სკოლაში. დევნილ ახალგაზრდობას ხელი მიუწვდება სხვადასხვა სახის სესხზე უმაღლესი განათლების მისაღებად.
|
2009-2012 წ.წ. |
| |
|
| 2.2.1.4. იმ დევნილი ოჯახებისათვის (დაახლოებით 36,500 დევნილი ოჯახი), რომლებიც საცხოვრებლად გადავლენ სხვა ქალაქში ან რეგიონში, უნდა: - მხარი დაეჭიროს თემის მხრიდან დევნილთა მიერ დასაქმების საშუალებების შექმნას; | დევნილები ინტეგრირებული არიან ახალ ჩასახლებებში; დევნილები ინფორმირებული არიან შემოსავლის გაჩენის სხვადასხვა პოტენციური წყაროს შესახებ; მათთვის ხელმისაწვდომია გადამზადების შესაძლებლობები; ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს გაეწიათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დახმარება და გაეზიარათ გამოცდილება პროდუქციის გაზრდასა და მარკეტირებაზე.
|
2009-2012 წ.წ. |
54,75 | |
| 2.3. Oამოცანა: დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა | |||||
| დევნილებს ხშირად არ გააჩნიათ ინფორმაცია საკუთარი უფლებების, საქართველოს მთავრობის გეგმებისა და პროექტების, მათთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ | 2.3.1. დევნილთა ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის გაზრდა; მათთვის იურიდიული კონსულტაციების ხელმისაწვდომობა | 2.3.1.1. მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგების შესახებ. ასევე დევნილთათვის ე.წ. რეფორმების'გაცნობა (მაგალითად, დევნილთა სტატუსზე დაფუძნებული შემწეობიდან მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გადასვლა). დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. | დევნილები ინფორმირებული არიან პროცესის შესახებ და შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება
|
2009-2012 წ.წ. |
|
|
| 2.3.1.2. ამ სფეროში გამოცდილი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქმედუნარიანობის ამაღლება, რათა დევნილებს მიეწოდოთ ინფორმაცია და გაეწიოთ იურიდიული კონსულტაციები, დახმარება გაეწიოთ თემის მობილიზაციის მხრივ, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა მონაწილეობას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საქმიანობაში. | დევნილებს ხელი მიუწვდებათ უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე.
|
2009-2012 წ.წ. |
| |
| ჯამი |
|
|
|
| 1,509,10 |