განჩინება შპს „ლოიალ ისთეითი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 9708 3
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2013 წელი 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ლოიალ ისთეითი” (ს/კ 204487778)
წარმომადგენელი: როინ მოსეშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ლოიალ ისთეითის”გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 8 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „ლოაილ ისთეითის” დირექტორმა როინ მოსეშვილმა და ითხოვა შპს „ლოიალ ისთეითის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების ავტორის განმარტ ებით, შპს „ლოიალ ისთეითის” დავალიანება კრედიტორთა წინაშე შეადგენს82 329 511,12 (ოთხმოცდაორი მილიონ სამასოცდაცხრა ათას ხუთასთერთმეტი) ლარს. კრედიტორების სახით მოვალე ასახელებს 5 (ხუთ) პირს, რომელთაგან სამი უცხოური კომპანიაა –„ბულვერ ინტერნეიშენალ ინკ” (მოთხოვნით – 18418393,25 ლარი), „ლოკალბეკ ინვესტმენტი” (მოთხოვნით – 40655124,47 ლარი) და „სენფორდ პერფექშენ ლიმითედ” (მოთხოვნით 4033939,79 ლარი). კრედიტორთა შორის მოვალე საწარმოს დირექტორი ასახელებს ასევე სსიპ – შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფილი მოთხოვნით, რომლის ოდენობაცაა 4565569,85 ლარი და სს „თიბისი ბანკს” მოთხოვნით 14656483,76 ლარი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოვალე საწარმოა არ ჰქონდა შესაძლებლობა და ე კმაყოფილ ებინა კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, მას შეწყვეტილი ჰქონდა ვალების გადახდა, წარმოების პროცესი და საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებ და. 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, შპს „ლოიალ ისთეითს” სალაროში ჰქონდა მხოლოდ 5420 (ხუთი ათას ოთხას ოცი) ლარი, სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება კი მას არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ლოიალ ისთეითს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფ და საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს „ლოიალ ისთეითის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მ ათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე,სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით, ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტან და სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 17 ივლისს. აღნიშნული განჩინება ჩაბარდათ უცხოელ კრედიტორებსაც: „ბულვერ ინტერნეიშენალ ინკს’’ – 2013 წლის 16 ივლისს, „ლოკალბეკ ინვესტმენტს” 2013 წლის 24 ივლისს, ხოლო „სენფორდ პერფექშენ ლიმითედს” კი 2013 წლის 24 ივლისს. 2013 წლის 15 ივლისის განჩინების გამოქვეყნებიდან და უცხოელი კრედიტორებისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში შპს „ლოიალ ისთეითის”კრედიტორ ებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ საწარმოს კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,ლოიალ ისთეითის”(ს/კ 204487778) გაკოტრებულად გამოცახდებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ლოიალ ისთეითი”(ს/კ 204487778) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ლოიალ ისთეითის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში(ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) ,განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე