განჩინება შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 7933-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2013 წელი 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” (ს/კ 204526192)
წარმომადგენელი: როინ მოსეშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნ ა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის”გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 7 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” დირექტორმა როინ მოსეშვილმა და ითხოვა შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 11 157 836,33 (თერთმეტი მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდათექვსმეტი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარს. საწარმოს შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” 2013 წლის 6 ივნისის მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე აქვს თანხა 6474,68 (ექვსი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარის ოდენობით, სხვა ქონება მას არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთ ის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მ ათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე,გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის გზით. იმ შემთხვევაში, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ასეთი შინაარსის განცხადებას არ შეიტან და სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა .
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 3 ივლისს. აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდათ ასევე შპს „ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” კრედიტორ უცხოურ კომპანიებს. კერძოდ: „ბულვარ ინტერნაციონალ ინკ”-ს ჩაჰბარდა 2013 წლის 24 ივლისს, „ლანგურ მენეჯმენტს” ჩაჰბარდა 2013 წლის 16 ივლისს, ხოლო „პროჯექტვიდ ვენტურეს ლტდ”-ს ჩაჰბარდა 2013 წლის 16 ივლისს. 2013 წლის 01 ივლისის განჩინების გამოქვეყნებიდან და უცხოელი კრედიტორებისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში შპს ”ლოიალ კაპიტალ ფროფერთის” კრედიტორ ებს განცხადებ ით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ,,ლოიალ კაპიტალ ფროფერთის“ (ს/კ 204526192) კრედიტორებს არ მოუმართავთ სასამართლოსათვის განცხადებით უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ლოიალ კაპიტალ ფროფერთი” (ს/კ 204526192) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ლოიალ კაპიტალ ფროფერთის ” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში(ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6),განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე