თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2013
ძალის დაკარგვა 27.10.2014
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 465 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2013 მიღება
27.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2013 წლის 28 ნოემბერი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ფანჩულიძე დანართი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. მუხლი 2🔗 გამგებლის, გამგებლის  მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის  არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 3🔗 გამგეობის  სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 4🔗 თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 5🔗 სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით  დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 6🔗 წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 7🔗 უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით  დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.