საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№733
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №733

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტები:  

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 18.12.08 1/424);

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 22.06.09 1/177);

გ) „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.07.09 1/180);

დ) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.09.09 1/230).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური